Загрузка...
მირიან გიორგაძე - ქარიზმატული ტავტონეტი (ტავტოლოგიური სონეტი) / mirian giorgadze - qarizmatuli tavtoneti (tavtologiuri soneti) - 14 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 14 » მირიან გიორგაძე - ქარიზმატული ტავტონეტი (ტავტოლოგიური სონეტი) / mirian giorgadze - qarizmatuli tavtoneti (tavtologiuri soneti)


11:55 PM
მირიან გიორგაძე - ქარიზმატული ტავტონეტი (ტავტოლოგიური სონეტი) / mirian giorgadze - qarizmatuli tavtoneti (tavtologiuri soneti)


ხელიდან ხელში, ხიდან ხეში გადადის ქარი,
უუფლობას კი ვერ გრძნობს ქარი_ზეცის მიგრანტი,
შენი უბნიდან მოშორებას ქარივით ვჩქარობთ,
ნაბიჯებს უკან მიმქრალ ხეებს ქარი მირანდავს.

მოკლე ძელკამზე ვსხდებით, გქარგავს ქარაგმა ჩემი,
სიტყვით ვერ ვავსებ ქარში მთრთოლავ წვიმის დეფისებს,
თმას კვლავ გიწეწავს ქარის გრძელი, ზღვისპირა ხემი,
მსურს, ქარაფშუტა სიცივეში შენ რომ გეფიცხო,

ხოლო ტაეპში მოშრიალე სურნელი ქარის
კვლავ, უწინდურად, უწმინდურად ბობოქარია,
ვიქნებით ერთად სადმე, თუკი ქარი იქ არის,
თუ იქ ველურად დასეირნობს ქარის არია.

ჩვენ შევხვდით ქარში, ავიტაცეთ ნაბიჯი ჩქარი,
ხელიდან ხელში, ხიდან ხეში გადადის ქარი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1306 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0