Загрузка...
მირიან გიორგაძე - ხე / mirian giorgadze - khe - 14 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 14 » მირიან გიორგაძე - ხე / mirian giorgadze - khe


11:55 PM
მირიან გიორგაძე - ხე / mirian giorgadze - khe


რატომ, რა მიზეზით გარიყე
სახლთან, შენს ეზოში მდგარი ხე,
ნუთუ არ სჭირდება ჭას ჩრდილი,
კუნძი ჭის ქვევით დგას ჩაჭრილი.
რატომ, რა მიზეზით გარიყე,
დამწვარ ბალახზე წევს მკვდარი ხე,
შენთან აღარც ერთი ჩრდილია,
ცას ვერ ემალები დილიანს,
შენთან ჭის წყალიც კი თბილია,
რატომ რა მიზეზით გარიყე
სახლთან, შენს ეზოში მდგარი ხე,
მალე ალბათ სახლსაც გარიყავ,
მისი მასალა რომ არის ხე,
გამო ერთი თბილი კოცონის
სახლის დამტვრეულ ძვლებს მოწონი,
მზე კი ააცეცხლებს სახლი-კარს,
ქარი ხის ნაფოტებს ახიკავს.
რატომ, რა მიზეზით გარიყე,
სახლთან, შენს ეზოში მდგარი ხე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1213 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0