Загрузка...
მირიან გიორგაძე - წვიმა ღრუბელთან მელოდება / mirian giorgadze - tsvima ghrubeltan melodeba - 14 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 14 » მირიან გიორგაძე - წვიმა ღრუბელთან მელოდება / mirian giorgadze - tsvima ghrubeltan melodeba


11:57 PM
მირიან გიორგაძე - წვიმა ღრუბელთან მელოდება / mirian giorgadze - tsvima ghrubeltan melodeba


წვიმა ღრუბელთან მელოდება, უჭირს ჩამოსვლა
და შენც ახვედი, ამ მოლოდინს ვეღარ აიტან,
სხეულს თუ არა, რას ატარებ იქეთ სამოსლად,
იკითხავ, საით? ხოლო ღმერთი გკითხავს, საიდან?

გაგიჭირდება საუბარი ვერგავლილ ომზე
და დამძიმებულ სხეულებზე ტყვიით სიკვდილის,
იცის უფალმა შენ გარეშე, მიწაზე რომ მზე
გმირების გვერდით გაწოლილა სასომიხდილი.

უამრავ გზიდან ორი დაგრჩა, შენ ვერ გაკვალავ,
თუმცა ნება რომ შენი იყოს, მიხვალ ჯოჯოხეთს,
რადგან ჯერ კიდევ რიდი გახრჩობს, ცოცხლობ, ახველებ,
გცივა, გწყურია, გენატრება ქვევით ოჯახი.

დღეს უსაშველოდ ცივი არის საღამოც, დილაც,
ხელებში იჭერ ქარში ხვეულ თოვლის ფანტელებს,
იტირებ, როცა ელვა მუხას გააწნის სილას
და როცა ამ ხეს შენი ხელით ვერ გაამთელებ.

ცივა, ზამთარმა გაწელილი დღეები გახრა
და იმედია, გაზაფხული ბეღურებს უხმობს,
მეჩვენება, რომ ჩემ წინაშე ამაყად დგახარ,
როცა შენს საფლავს გარიჟრაჟზე ვაკითხავ უხმოდ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1073 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0