Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - გზები / torrnike narozauli - gzebi - 29 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 29 » თორრნიკე ნაროზაული - გზები / torrnike narozauli - gzebi


4:32 PM
თორრნიკე ნაროზაული - გზები / torrnike narozauli - gzebi
გზები შემოდგომისა აღარსაით მიდიან,
მზე ღრუბლებზე ჰკიდია - ოქროსფერი აკიდო.
ეს ქალაქი ხანდახან სამყაროზე დიდია,
ხან კი ისე მცირე, რომ გინდა გროშად გაყიდო.
.
მთელი ღამე მკოცნიდა ყელზე სამართებელი,
მეხვეოდა სიკვდილი მხრებზე, როგორც დიდება,
ერთი კაციც ვერ ვნახე ჩემი გამმართლებელი,
ხიდმაც არ იუარა ჩემი გადმოკიდება...
.
ჰაერივით მძიმეა ბნელი მოუსავლეთი,
იქ წავედი საიდან აროდეს ბრუნდებიან,
გოლგოთაზე კი არა, მთაწმინდაზე ავედი,
სადაც დიად მგოსანთა მიწიანი ძვლებია.
.
სხვა გზა არ აქვს ნიაღვარს, მიწა უნდა ჩარეცხოს,
სისხლიანი კლანჭებით ღაროს მიწის ბეჭები, -
შუბლზე სრული სიმშვიდე მირონივით წამეცხო
და აფრინდნენ ყორნები - საზარელი ეჭვები.
.
გზები შემოდგომისა აღარსაით მიდიან,
მზე ღრუბლებზე ჰკიდია - ოქროსფერი აკიდო.
ეს ქალაქი ხანდახან სამყაროზე დიდია,
ხან კი ისე მცირე, რომ გინდა გროშად გაყიდო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1057 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: поэзия, leqsebi, ლექსები, პოეზია, Стихи, poezia, shemoqmedeba, torrnike narozauli, თორრნიკე ნაროზაული, tornike narozauli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0