Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - ჩვენ (ბიძაშვილებს) / torrnike narozauli - chven bidzashvilebs - 29 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 29 » თორრნიკე ნაროზაული - ჩვენ (ბიძაშვილებს) / torrnike narozauli - chven bidzashvilebs


4:34 PM
თორრნიკე ნაროზაული - ჩვენ (ბიძაშვილებს) / torrnike narozauli - chven bidzashvilebs
გარეთ ქარის ღრიალი და ტოტების მტვერვის ხმა ისმის,
ალბათ ისევ გამოთვრა და გამოერია მოხუც კაკლებს,
ღუმელი მთვლემარე მტრედივით ღუღუნებს.
კვამლმა ოთახი დანისლა.
პაპაჩემი ხვრინავს და
წრიალებს.
(არც ბებიაჩემი აკლებს).
.
მაგიდაზე საშაქრე, სამარილე და
სათვალე აწყვია კაი პურმარილივით.
მამიდაჩემი კარტოფილს მიწვავს.
ქარმა დენის სადენები დაწყვიტა.
სრული უშუქობა და ჰარმონიაა.
ბიმი კართან წევს და საკუთარი
შიშისგან გვიცავს.
.
უძღები შვილის კვირიაკეა.
ნეტა სად, რომელ სახლში მელოდება მამაჩემი?
.
აქ სიმშვიდე და სიხარულია, მაგრამ მაინც ჩემი განაჩენი
თბილისსში ჩასვლას მოითხოვს, – უნდა ვსვა ქალაქის შხამი და
ქალაქელებივით ვისაუბრო.
ქალაქელებივით ჩავიცვა.
ქალაქელებივით ვიცინო.
ქალაქელებივით ვიარო.
ერთი სიტყვით, იმათ ყოფას უნდა შევერწყა.
გარეთ ქარი და სიცივეა. შიგნით სითბო და სიხარული.
დრომ თითქმის ყველა შევერცხლა და დაადარდიანა.
გამოიწალა სახლი პატარების ჟრიამულისგან;
ახლადშეუღლებულთა სიცილისგან.
ეზოში ბავშვები აღარ დარბიან და
წრეშიბურთს აღარ თამაშობენ.
წელში მოიკავა სახლი
სიცივისგან.
გამოშრა.
.
აი, სწორედ ამ იატაკზე ვშლიდით პაპაჩვენის ქურთუკს,
ზედ ლეკვებივით ვწვებოდით და ერთმანეთს ვეკვრებოდით,
გარეთ თოვდა. ტურები ყმუოდნენ. ღუმელში შეშა ტკაცუნობდა
და თუ გაგვიმართლებდა ჭერზე მიკრული ნათურაც ნათდებოდა.
.
მთელი დღე თოვლში ვერთობოდით,
ერთმანეთის რიდით და სიყვარულით ვთბებოდით,
მოკლედ, რომ ვთქვათ ჯიგრული ბავშვობა გვქონდა.
სულ არ გვადარდებდა ქვეყანაზე რა ხდებოდა.
ჩვენი სამყარო, ჩვენი ეზოს თავში იწყებოდა
და ბოლოში მთავრდებოდა.
.
"მერე მოხდა დრო" და დრო მოგვხვდა აღაჟღაჟებულ ლოყებში,
ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის, ნიკაპზე და კისერზე...
მოკლედ, დრომ მთლიანად დაგვმდუღრა.
ვერ გადავურჩით ერთმანეტის სიშორეს.
ერთმანეთისადმი სამდურავს;
სკოლებს; უნივერისტეტბს
და ლამის სამსახურებსაც.
სოფელში დაგვრჩნენ –
"რექსები"
"ბაჯოები"
"ბასარები"
"შავლეგოები"
და "ლამაზოები"...
დარჩენილ ხალხზე აღარაფერს ვამბობ.
.
დაგვჩემდა უცხო ადამიანები და ერთმანეთისგან განმარტოება.
ვზივართ და წარსულზე ვდარდობთ.
ვიხსენებთ ზემოთ მოყოლილს
და ვურეკავთ ერთმანეთს.
ვეძებთ სამსახურებს,
ვიხდით ჯარს,
დავდივართ –
ეკლესიებში,
სასწავლებლებში,
პოეზიის საღამოებზე,
ან თუ გაგვიმართლა სათევზავოდ და სანადიროდაც.
.
არდადეგებზე გვახსენდება ჩვენი სოფელი,
მის სიმშვიდეს და სიგრილეს შევხარით,
მისი სისუფთავის და სიწმინდის გვწამს,
ვსაუბრობთ ბებოს ქათმებზე და პაპას ღორებზე..
ვაზის ხეივანს ავყურებთ და ტუჩებს ვისველებთ.
.
ვოცნებობთ დედაჩვენებისნაირ ცოლებზე, შვილებზე,
რომელთაც ჩვენნაირი ბიძაშვილობა ექნებათ...
მერე ვბერდებით და ვისვენებთ
საღამოს სიგრილეში,
ჩვენს ეზოში, –
ჩვენს დრომომხდარ სახეზე ვითვლით ზოლებს
და ნელ–ნელა წასულებიც გვერქმევა.
ჩვენ ვკვდებით.
ჩვენამდე კი მამაჩვენები კვდებიან,
რომელთაგანაც მხოლოდ მოგონებები გვრჩება,
ან თუ გაგვიმართლა – ცოდნა და გამოცდილებაც.
ჩვენი შვილები გვიხსენებენ და ხვდებიან,
რომ ყველაფერი დასაწყისშივე მთავრდება, ჩნდება,
მთავრდება და ასე კოკობზინასავით ტრიალებს.
ქმნილება საკუთარი თავის შემოქმედი
რომ ვერ იქნება ამასაც ხვდებიან
და მათ სწამთ ღმერთი.
.
ჩვენს საფლავებზე დგამენ ჯვრებს
და ცხოვრებას აგრძელებენ.
ცხოვრობენ. ბერდებიან. კვდებიან.
ცხოვრობენ. ბერდებიან. კვდებიან.
ცხოვრობენ. ბერდებიან. კვდებიან.
.
და მათგანაც რჩება ის, რაც ჩვენგან,
(მანამდე კი მამჩვენებისგან დარჩა,)
მოგონებები ან თუ გაუმართლათ – საქმეებიც.
.
მოვესწრებით კი შვილების ყოლას ან მამების დამარხვას?
დრომომხდარი ბავშობის დაბრუნებას თუ მოვახერხებთ?
ან დედაჩვენებისნაირი ცოლები თუ გვეყოლება?
სად დაგვმარხავენ?
.
გარეთ ისევ ქარი ღრიალებს და ტოტოებს ლეწავს,
ვზივარ მრავალჭირნახულ დივანზე და თქვენ გიხსენებთ –

აი, აქ გიო წვებოდა ხოლმე, აქ ბექა,
აქ მარი ბუზღუნებდა, აქ ტიროდა,
აქ გივი ჭამდა, აქ ბაჩო ჭიჭყინებდა,
აქ ვახო იცინოდა, აქ დათო გვაწვალებდა,
აქ მინდო გვაცინებდა, აქ გელო და გიო თამაშობდნენ...

ვიხსენებ გვიან გაცნობილ ბიძაშვილებსაც,
გონებაში ვითვლი და როგორც დიდი ხნის წინ
ვუთხარი ბებიაჩემს:
"ბაჩოც თუ ჩვენი ბიძაშვილია, რამდენნი ვყოფილვართ,
ეხლა ვინღა მოგვერევა–ო!"
ისევ ისე ვიმეორებ:
მართლა რამდენი ვყოფილვართ, –
ვინ შეძლებს ჩვენს დამარცხებას?!
ვინ შეძლებს ჩვენს დამარცხებას?!
ვინ შეძლებს ჩვენს დამარცხებას?!

დრო?

თორრნიკე ნაროზაული
2014 წელი
ზამთარი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1177 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, პოეზია, ლექსები, leqsebi, поэзия, torrnike narozauli, თორრნიკე ნაროზაული, tornike narozauli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0