Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - ცეცხლის ხელებით / torrnike narozauli - ceckhlis khelebit - 29 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 29 » თორრნიკე ნაროზაული - ცეცხლის ხელებით / torrnike narozauli - ceckhlis khelebit


4:37 PM
თორრნიკე ნაროზაული - ცეცხლის ხელებით / torrnike narozauli - ceckhlis khelebit
დგანან დაღლილი, თავდახრილი ქარსაცავები,
შავი კაბებით, გრძელი წვერით, გრძელი სულებით,
სადარაჯოზე.
ქარიშხლები გზას აწამებენ,
გადაუტყავეს ფეხისა და ხელისგულები.

წყეულები.

გზაზე მი-მოდის უთვისტომო ვინმე მოყვასი,
გაფითრებული სამოსელით, ჯვარზე ნახლევი
ყვრიმალებით, ლურჯი თვალებით, ლოყაში
კოცნით გაცემული, ასგან ნახმლევი.

ახვრები
მოაცილებენ. მაცილები - გველის ნაშობნი,
კაცის სხეულში გახვეული მაიმუნები, -
მათრახს ურტყამენ, ლურსმნებს ასობენ...
ჩაქოლავენ და მერე გულებს დაიყრუებენ,
გაიხსენებენ არასოდეს.
ჩაიცინებენ
მის მიმდევრებზე. მათაც დახოცენ,
მიუსხდებიან მაგიდებს და ჩაის ინებებს
მათი ბელადი. გადასახავს ჯვარს და აკოცებს
ხმიადს, რომელიც ხორციაო - იტყვის - მესიის,
მერე დარაბებს ამოგმანავს - გულის დარაბებს,
ფართოდ გააღებს კარს აღსავლის და ეკლესიის,
ხელებს აღაპყრობს და ვერცხლივით ლოცვას განაბნევს.

მიდის მდინარე, მიიკვალავს თავის კალაპოტს,
ყაყაჩოებით გაფერილი ყრიან ველები,
ამოვა მზე და უკუნეთის ფარდას განაპობს
ცეცხლის ხელებით!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1006 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, პოეზია, ლექსები, leqsebi, поэзия, torrnike narozauli, tornike narozauli, თორრნიკე ნაროზაული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0