Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - წასვლამდე (ვერლიბრი) / torrnike narozauli - tsasvlamde (verlibri) - 29 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 29 » თორრნიკე ნაროზაული - წასვლამდე (ვერლიბრი) / torrnike narozauli - tsasvlamde (verlibri)


4:45 PM
თორრნიკე ნაროზაული - წასვლამდე (ვერლიბრი) / torrnike narozauli - tsasvlamde (verlibri)
მშვიდი,
წვიმით გაჟღენთილი დღეა,
ისეთი მზის ჩასვლამდე რომ ღამდება.
ხეები დასახრჩობად განწირულ მეზღვაურებს ჰგვანან.
.
შუა ოთახში ქარიშხალი რომ ვარდება
და სადაცაა ტკივილისტარიანმა დანამ
ყველა არტერია რომ უნდა გადაჭრას
ისეთი,
მშვიდი,
წვიმით გაჟღენთილი დღეა.
.
ღმერთო!
რა სიჩუმეა...
შეეწიე მათ ვინც ამ სიჩუმეს გადარჩა,
და ჩვენც შეგვიწყალე - სიჩუმეშეჩვეულნი.

.
დღეს აღმოვაჩინე, რომ
ოთახის ოთხივე კედელი თეთრი ყოფილა.
უცნაურად გავიღვიძე -
თითქოს დემონების ჯგრო მეჯდა წამწამებზე,
მერე სიადანღაც ეჭვის ყორანი მოფრინდა
და მთელი დილა მაწამებდა.
შტორმში მოყოლილი გემის კაპიტანივით
გინებით ავიკლე ოთახი,
კიბეებს კოჭლობით ჩავყევი
და ბოლო საფეხურზე დავჯექი,
სახეზე თვითმკვლელის იერი მეფინა ცოტახნით,
უცნაურად მეწვოდა მაჯები.
ასეთი ამბები მხოლოდ წიგნებში ხდება,
მეც ნელ-ნელა დაწუნებულ წიგნს ვემსგავსები,
რა ვუყოთ, ოდესღაც ყველა ხე ხმება,
მით უფრო ასეთი.
.
თვალში პაპაჩემის ლანდი ჩამივარდა...
ან ლანდივით გამხდარი პაპის ანარეკლი.
საკუთარმა სიყალბემ მკითხა -
"იყო დრო, როცა ეს კაცი არ გიყვარდა?"
-დალახვროს ეშმაკმა, არა მეთქი!
.
უცნაური სიგრილეა -
გრაფი დრაკულას მკლავებივით თეთრი და უსიცოცხლო,
თითქოს არცარაფერი ხდება უჩვეულო, უცხო,
ყველაფერი რიგზეა ერთი შეხედვით, ვფიქრობ
არც ორით უნდა იყოს ურიგოდ, მაგრამ
დაკვირვებული თვალი
უთუოდ შეამჩნევს კისერზე ბაწარს,
რომელიც ჯერ არცერთი ტოტს არ ერგება, რადგან
ნაწარმოების მთავარ გმირს არ წამს,
რომ სიკვდილით ყველაფერი ისე მთავრდება,
როგორც მისი ბასარასთვის დამთავრდა.

მზე გადაიწვერა.

აგრილდა.

ღამდება...

დაღამდა.
.
ჩამძინებია.

სახეზე სიცოცხლის ხაზებივით მეტყობა თითების კვალი,
წვიმას ვუსმენ - არაფერს არ ვამბობ, საერთოდ არაფერს,
მესიზმრა?
თუ ცხადი იყო? - დაუდგეს თვალი
ამ წყეულ ძილს, რა დროს ეს იყო, დანა პირს
არ მიხსნის, როგორ გინდა სიმართლის გაგება?!
.
ჯანდაბა!
გამახსენდა -
ყველაფერი დასაწყისივით ლამაზად დასრულდა,
მთვრალი ხომალდივით წაიღეს ტალღებმა
მოგონებები წარსულთან.
.
რაღაც უნდა ვთქვა -
ასეთ დროს ხომ ყოველთვის კაცები ლაყბობენ.
.
მშვიდობით? - ბანალურია.
მაშ, კარგად? - არც ეგ ივარგებს.
ისეთი სიჩუმეა თითქოს ალქაჯები მეჯლისს აწყობენ,
და ოთახს - ტკივილის ციხესიმაგრეს
უფრო გაუფითრდა თეთრი კედლები.
.
წვიმს.
მეშინია მდინარე არ ადიდდეს.
რომელი მდინარე - რაებს ვროშავ?!
ფანჯრებს აწყდებიან ღამის პეპლები,
ძლივს,
სიმშვიდე ვიყიდე ოცდაათ გროშად.
.
გმადლობ, რომ გულწრფელი ღიმილი მასწავლე,
(ღიმილით გაყინულ ბაგეებს ვითბობდი),
ეშმაკმა დასწყევლოს!
დამთავრდა!
წასვლლამდე
ბანალური
ვიქნები:
მშვიდობით!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1841 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, პოეზია, ლექსები, leqsebi, поэзия, torrnike narozauli, tornike narozauli, თორრნიკე ნაროზაული | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0