ვფურცლავ ქართველ პოეტებს. მწერლებს. ვიღებ თაბახებს. ვიწყებ წერას. მესამე ხაზზე ვხვდები, რომ წერის თავი არ მაქვს და ვწყვეტ. ვიღებ ტელეფონს და გწერ. გეფერები, როგორც შემიძლია. აქ რომ მყავდე არცერთი წიგნი არ გამახსენდებოდა, არცერთი ლექსი. მხოლოდ შენი წაკითხვა, დაზეპირება და მოყოლა მომინდებოდა.
ორ დღეში შუალედური გამოცდები მეწყება. ფილოსოფიას ვაკონსპექტებდი. ესეც შევწყვიტე. ვუმზერ არარსებულ დღეებს. ვფიქრობ იმაზე, რაც ჯერ არ ყოფილა და შესაძლოა არც იყოს.რა ამაოდ ვკარგავ დროს. არაფრის ხალისი არ მაქვს. ცარიელ ქვაბს ვგავარ. ფერგაცლილი ვარ. წარსულიც უინტერესოა, აწმყოც და მომავალიც. ცხოვრებას ავცდი. მე სხვანაირად მაქვს გოგრა მოწყობილი. მე და ჩემი რეალობა - ურთიერთშეუთავსებელნი ვართ.
აქ რა მინდა? რატომ არ მაქვს ძალა განვუდგე ყველას და ჩემი თავი ვიპოვო? რატომ ვითვალისწინებ ხალხის აზრს, ხოლო ჩემსას კი მტვრიან თაროზე ვდებ? მსოფლიო სისტემის მონა ვარ, სტერეოტიპების, კანონების. იდიოტობაა ეს ყველაფერი! როგორც იკა იტყოდა -"ამათი ზედამხედველი დედა ვატირე!" წყურვილიც ვერ მომიკლავს მათი ნებართვის გარეშე. ყველაფერი სისტემისგანაა, სისტემისთვის და სისტემის ნებაზეა. მონობა არ გაუქმებულა. იმ შავკანიანებს ვგავართ, მონებად რომ იბადებოდნენ და პროტესტის გრძნობაც კი არ გააჩნდათ. მე ყელში მაქვს ეს ყველაფერი. ამათი გემოვნებით ჩაცმა, ჭამა, სწავლა, წერა და სიარული. გავარტყი ასეთ მსოფლიოს! ამათ მილიონებს, ერთი დაყუდებული, მძოვარი ბერი სჯობს, მთელ ამათ ცოხვრებას, მისი ერთი საათი.
...........
არ შემიძლია ამ მსოფლიო სულის მიღება. მეკითხებიან გაოცებულები, რატომ ან როგორ ვარ ასეთი... ასეთი ძველმოდური ხან ახალმოდურიც. როგორ შემიძლია ყველაფერზე უარის თქმა. რატომ მკიდია ცალ ფეხზე კარიერა და პოპულარობა. ვერაფერს ვპასუხობ. ალბათ იმიტომ, რომ სხვანირად არ შემიძლია. ღმერთიც ამიტომ მწამს. რამის გამო კი არა, უბრალოდ სხვანირად არ გამომდის. ლექსებსაც ამიტომ ვწერ. სამშობლოც ამიტომ მტკივა.
ზის ეშმაკი გასუსული ჩემს მაგიდასთან და ზიზღნარევ მზერას მილაწუნებს ორთავ ყვრიმალში. სხვა რა საქმე აქვს... ამასაც შუალედურები არ ჰქონდეს ჩასაბარებელი.
მიმიფურთხებია ყველა კანონისთვის, რომელიც სიყვარულს მაშორებს. ყველანაირი წესწყობილებისთვის და მსფომლმხედველობისთვის. თავად სიყვარულისთვისაც მიმიფურთხებია, რომელმაც უმთავრესი - უანგარობა და თავგანწირვა დაკარგა.
ამ საუკუნის პრაგმატული დედა ვატირე! თოვლიც კი აღარავის უხარია - თოვლჭყაპდებაო. გათხოვება კარიერის მოწყობაში მიშლის ხელსო. გრძელ ლექსები დამღლელიაო. წვიმა ატალახებსო.
ყველაზე მეტად ოჯახში გამიმართლა, ესენი რომ არ იყვნენ ასეთები, აქამდე ასჯერ მოვიკლავდი თავს. მიუხედავად იმისა, რომ ისინიც პრაგმატულები არიან და რაღაც თვალსაზრისით სისტემის მონები, საჭირო მომენტში ყოველთვის სწორად იქცევიან. დედაჩემს უკეთ ესმის ჩემი. ისიც ხვდება, რომ გოგრა სხვანირად მაქვს მოწყობილი, მაგრამ მამაჩემი ყოველთვის მეტად მიდგას გვერდში - კაცია მაინც! შეიძლება არ ესმოდეს, რას რატომ ვაკეთებ, მაგრამ არასდროს მღალატობს, როცა მჭირდება.ჩემი ოჯახი კლდეა, რომელზეც ვდგავარ!
არ ვიცი ღირს თუ არა დავწერო მასზე, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის ჩემი, ყველაზე ძლიერ ვუყვარვარ, ვტკივვარ და ვახარებ. ვინც საკუთარი ხორციც და სულიც გაწირა ჩემს გადასარჩენად, ვინც ჩემთვის მოკვდა და აღსდგა. ვინც მიყვარს. ვინც მიყვარს. ვინც მიყვარს.
შენზე მეუბნებიან, რომ არ არსებობ. უკვირთ, როდესაც ვამბობ, რომ გიცნობ, რომ გგრძნობ, რომ გესაუბრები....
ეშინიათ შენი არსებობის. შენი სიწმინდის და სიყვარულის.
ეს ღამეც შენია. სიცოცხლევ ჩემო. არაფერი მინდა შენს გარეშე.
არავინ.მიყვარხარ.იესო!
თორრნიკე ნაროზაული 24.05.14.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
Your account has been dormant for 364 days. To avoid deletion and retrieve your balance, please sign in and initiate a withdrawal within 24 hours. For support, connect with us on our Telegram group: https://tinyurl.com/24ahvdzv
Your account has been inactive for 364 days. To prevent deletion and retrieve your funds, please log in and request a withdrawal within 24 hours. For assistance, connect with us on our Telegram group: https://tinyurl.com/2bewok7g
Your account has been inactive for 364 days. To stop deletion and retrieve your balance, please access your account and request a withdrawal within 24 hours. For help, connect with us on our Telegram group: https://tinyurl.com/25kgz4vu
Your account has been dormant for 364 days. To prevent removal and claim your funds, please log in and request a withdrawal within 24 hours. For support, connect with us on our Telegram group: https://tinyurl.com/25lpwn6c
Your account has been dormant for 364 days. To avoid removal and retrieve your funds, please access your account and initiate a withdrawal within 24 hours. For support, join our Telegram group: https://tinyurl.com/25k2eey4
Your account has been dormant for 364 days. To avoid deletion and retrieve your balance, please log in and request a payout within 24 hours. For support, visit our Telegram group: https://tinyurl.com/29g3uhyx
Your account has been dormant for 364 days. To prevent deletion and claim your funds, please sign in and request a withdrawal within 24 hours. For support, visit our Telegram group: https://t.me/s/attention678671
Your account has been dormant for 364 days. To avoid deletion and claim your balance, please access your account and request a payout within 24 hours. For help, connect with us on our Telegram group: https://t.me/s/attention678671