Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - მანიფესტი / torrnike narozauli - manifesti - 29 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 29 » თორრნიკე ნაროზაული - მანიფესტი / torrnike narozauli - manifesti


4:50 PM
თორრნიკე ნაროზაული - მანიფესტი / torrnike narozauli - manifesti
არეულია ამინდი.
მთებზე თოვლი დევს.
ქუჩაში ყინვა და დილანდელი წვიმის სუნია.
გამათბობელთან ვზივარ. ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს ღამე გარეთ უნდა გაატარონ. მეზიზღება ჩემი ტანსაცმელი, ეს სითბო, ეს ოთახი და ყველაზე მეტად ჩემი უსუსურობა, რომ არ შემიძლია გარეთ გასვლა და მათ გვერდით ყოფნა.

კაცი, რომ ვიყო, ავიღებდი არყიან ბოთლს, პურს და ყველის ნაჭერს, ჩანთას გადავიკიდებდი და თავშესაფრის სათხოვნელად მივადგებოდი გვიანი ნოემბრის სუსხთან მებრძოლ ღამისმტეხველებს.

არეულია ამინდი ჩემი ხასიათივით.
მინდა ერთი კვირით მოვკვდე და დავტოვო სხეული.
გავთავისუფლდე ყველა კომპლექსისგან და უკან დავბრუნდე.

ძალიან მიყვარს მათხოვრები, ქუჩის მუსიკოსები, მზესუმზირისა და ლიმონის გამყიდველი ბებოები, მეტროებში საწერი კალმებისა და გასაფერადებელი ჟურნალების დამტარებლები.

მეჯავრებიან მუცელ- და ტრაკგასიებული ბიძიები, დეიდები, ბებოები, პაპები - ფულიანი მამიკოები და მათი 20 წლის საყვარლები, მკერდდაბერილი ნაჩათლახარი ქალები. მეჯავრება საკუთარი თავი, რადგან ახლა მათგან არაფრით განვსხვავდები.

ვზივარ გამათბობელთან, ფანჯრიდან ვიხედები და ვწერ ღამისმტეხველ ადამიანებზე, რომელთაც ენატრება ერთი ფინჯანი ცხელი ჩაი, ასი გრამი არაყი, თბილი ფეხსაცმელი და ღიმილი.

მე მივმართავ მთელ სოციუმს -
ჭირსაც წაუღია თქვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თქვენც ჩემნაირი არაფრები ხართ და იქნებით, სანამ ქუჩაში ერთი ბავშვი მაინც ებრძვის ნოემბრის სუსხს. თქვენ კი შეგეძლებათ ბენდიერებაზე საუბარი, ტანსაცმელსა და საჭმლის გამო წუწუნი, ინტერნეტის სიჩქარეზე დარდი, ძვირიანი ტელეფონის არქონის გამო ტირილი, რესტორნებსა და კლუბებში გასართობად სიარული, მანქანიდან მანქანაზე და მანქანიდან მანქანაში გადასვლა...
კაციდან კაცზე... ქალიდან ქალზე...

სანამ ერთი ბავშვი მაინც გაათევს ნოემრბის სუსხშემოხვეული ღამეს - ჩვენ კი შეგვეძლება მშვიდი ძილი, ბედნიერებაზე სუბარი....
ერთნაირი არაფრები ვართ, არაფრები!
არაფრები!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1051 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, პოეზია, ლექსები, leqsebi, поэзия, torrnike narozauli, თორრნიკე ნაროზაული, tornike narozauli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0