Загрузка...
გიორგი თუშიშვილი - სიყვარულია / giorgi tushishvili - sikvarulia - 29 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 29 » გიორგი თუშიშვილი - სიყვარულია / giorgi tushishvili - sikvarulia


5:27 PM
გიორგი თუშიშვილი - სიყვარულია / giorgi tushishvili - sikvarulia
ნეტა რა არის სიყვარულიო? -
კითხვა დამისვეს ასე ამგვარად,
სიყვარულია, როცა გიორგიმ
პაატას თავი ცრემლით წაჰგვარა.
სიყვარულია, რომ აბო ტფილელს
ნამდვილი რწმენა სულში გაუჯდა
და თაფლწასმული ცოტნე ბატონი
თავის ლომგულებს გვერდით დაუჯდა.
სიყვარულია, რომ ჩემი გული
შენში ივანებს და იწყებს ძგერას,
სიყვარულია, როცა არ მყოფნის
მე მაგ თვალების მარადი ცქერა.
სიყვარულია, რომ თამარ მეფეს
``ვეფხისტყაოსანს`` რუსთველი უძღვნის,
სიყვარულია, როდესაც დიდგორს
მეფე დავითი ლაშქარით უძღვის.
სიყვარულია, როს წმინდა მცხეთას
ჯვრის მონასტერი დღემდე ამშვენებს,
სიყვარულია, რომ მორიგ ტაძარს
უტა მოჭრილი ხელით აშენებს.

სიყვარულია, როს ლურჯი მდელო
სულში აჩრდილის სილუეტს ხატავს,
სიყვარულია, როდესაც სიოს
მგოსანი სტროფებს სატრფოსთან ატანს.
სიყვარულია, როცა პოეტი
სიმწრით აგროვებს რითმათა დასტას,
სიყვარულია, რომ შუშანიკი
იტანს ვარსქენის მოქნეულ ასტამს.
სიყვარულია, თუკი სამოსი
სულ უბრალო და სადა გაცვია,
ვინც კი ზემოდან ხარბად გიყურებს,
განა ის შენზე დიდი კაცია?!
ამ უხვი გრძნობით გადამსჭვალულმა
ზეცამ მზის სხივი მკერდზე დაისვა,
ხომ გიპასუხე, ჩემო ბატონო,
ჰოდა, ეს კითხვა აღარ დამისვა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1491 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, პოეზია, ლექსები, leqsebi, tushikas leqsebi, გიორგი თუშიშვილი, შემოქმედება ხელოვნება, giorgi tushishvili, თუშიკას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0