Загрузка...
გიორგი თუშიშვილი - ყოველ დილით მე შენს ცრემლებს ვეფერები / giorgi tushishvili - kovel dilit me shens cremlebs veferebi - 29 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 29 » გიორგი თუშიშვილი - ყოველ დილით მე შენს ცრემლებს ვეფერები / giorgi tushishvili - kovel dilit me shens cremlebs veferebi


5:29 PM
გიორგი თუშიშვილი - ყოველ დილით მე შენს ცრემლებს ვეფერები / giorgi tushishvili - kovel dilit me shens cremlebs veferebi
ჩემს მიწაზე დავაბიჯებ მწუხარებით
და იმ ტკივილს მეც განვიცდი, მას რომ ტანჯავს,
დედამიწას ვატორტმანებ მქუხარებით
და სტროფებად შემორჩენილ გულღვიძლს ვხარჯავ.
ყოველ დილით მე შენს ცრემლებს ვეფერები,
ღაპა-ღუპით რომ ჩამოსდის ბებერ ენგურს,
ხანდახან კი გავიხსენებ შეფერებით
მოულოდნელ გაწბილებას თემურ ლენგურს.
ზოგჯერ ჩუმი მონატრებაც წამომცდება,
ჩემს მიწაზე ჭიქა ღვინით მსურს, ვილხინო,
სანამ სული ჩონჩხის ზღუდეს გამოსცდება,
სოხუმისკენ მიმავალი მსურს, მიხილონ.
მე ნატვრად მაქვს ტაო-კლარჯეთს წავცხო ტუჩი,
მინდა ნინოს შევეგებო ჯავახეთით,
თუკი სიკვდილს კიდევ ერთხელ გადავურჩი,
ყველას თავის სიცრუეში ჩავახედებ.
მაგრამ ვეტყვი, მე გპატიობთ წრფელი გულით,
აწი მაინც შეიყვარეთ თქვენი მიწა,
ჩემს ეზოში სამშობლოა დანერგული
რომელსაც მე ოდითგანვე სისხლით ვიცავ.
ვიცავ ამ მთებს, ამ მიდამოს გამალებით
და მის ციხე-გარნიზონთან მედგრად ვდგავარ,
კვლავ გვიტევენ ბარბაროზთა ამალები
და იქ მყოფი უმოწყალო წმინდანს ვგავარ.
ვიცავ გელათს და გატანჯულ დავითის სულს,
ძუ მგელივით ავეფარე ტაძრის კარებს,
ახლა მეფეს ჩემთან ერთად სიკვდილი სურს,
მაგრამ უკვე იქ ზეცაში დაიბარეს.
ვიცავ მრავალ ომგამოვლილ ქართლს და კახეთს,
ვიცავ მცხეთას სისხლშერეულ არაგვიანს,
თვითონ ნახეთ, რა მოუვა მოღალატეს,
შორიდან რომ თითქოს მიძღვნის სალამს გვიანს.
შეწყალებას მე არ ვითხოვ და არც ველი,
ეს ვედრება მინდა, ცაში რომ ავარდეს,
მეც მომკვეთეთ უტასავით ცალი ხელი
მეორეთი მაინც ვიტყვი ამ ალავერდს.
გაუმარჯოს ამ პატარა საქართველოს,
სიდიადით ის უმაღლეს ღრუბელს სწვდება,
გაუმარჯოს იმ დაკარგულ მთას და მდელოს,
ბევრ ქართველსრომ ღვინის სმაში ავიწყდება.
გაუმარჯოს ამ გატანჯულ ფიქრებს, მწარეს,
გულით მინდა ერთი რაღაც ვინატრო და,
დამაბრუნე ზეციერო, მეც იმ მხარეს,
სადაც ჩემი წინაპარი ბინადრობდა
ახლა რაც მაქვს, იმას მაინც შემარგებენ?
მერამდენედ შევეჩეხო დამწვარ მდელოს?
ღმერთო, ერთხელ სიკვდილამდე შემაგებე
აფხაზეთში გათენებულ საქართველოს.

26.08.2012


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 8550 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: თუშიკას ლექსები, giorgi tushishvili, შემოქმედება ხელოვნება, გიორგი თუშიშვილი, tushikas leqsebi, leqsebi, ლექსები, პოეზია, poezia, shemoqmedeba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 გიორგი ხუციშვილი  
0 Spam
ქართული სულის უკვდავებაა ეს ლექსი. ყველა ქართველის სათქმელია ამ ლექსით თქმული. დიდი მადლობა ასეთი ლექსისთვის.

1 magaria  
0 Spam
magari zaaan momewona brat

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0