Загрузка...
გიორგი თუშიშვილი - არ შედრკე წამით / giorgi tushishvili - ar shedrke tsamit - 29 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 29 » გიორგი თუშიშვილი - არ შედრკე წამით / giorgi tushishvili - ar shedrke tsamit


5:30 PM
გიორგი თუშიშვილი - არ შედრკე წამით / giorgi tushishvili - ar shedrke tsamit
ახალგაზრდა ხარ და, გამბედავი,
შენთვის უცხოა, რას ნიშნავს შიში,
გამბედაობაც საკმარისი გაქვს,
რომ ასახელო გვარი და ჯიში.
ჰოდა, წინ გასწი, ჩემო ძმობილო,
თან წაიყოლე მანდილი დედის,
ვენებში გიდუღს დარიალი და
თავზედ გახურავს კავკასის ქედი.
წინ ომის გელის,სასტიკი ომი,
არ შედრკე წამით, ღმერთი დაგლოცავს,
ცხელი ტყვია რომ საფეთქელს აგცდა,
შენი ძმობილის გულში დაცოცავს.
ეს არის ომის ნამდვილი სახე,
აქ ხომ ყველაფერს ფერი ეცვლება
და გული გეწვის, რომ შენს ძამიკოს
არტერიიდან სისხლი ეცლება.
სამყაროს უცქერ გაავებული,
მზის მკრთალი შუქი სულში დაელავს
და სასიკვდილოდ მომართულ ტყვიას
ეულად უცდი, როგორც პაემანს.
ამ სასაკლაოს ცქერით გიჟდები,
რარიგ განიცდი, ამასაც ვხედავ,
ოხ... რა ძნელია, როცა თვალებში
ჩასცქერ მეგობრის დაფლეთილ ცხედარს.
სწორედ ეს ჟინი გაგულიანებს,
მტრისკენ მიიწევ ხელის ცეცებით
და თუნდაც ასჯერ მწარედ წაიქცე,
ოღონდ ნურასდროს ნუ დაეცემი.
დროშა ასწიე, გამართე მკლავი,
ასე იარე მარად და მარად,
ცხრა ძმის სადარი მარაბდა დადგი,
რომ შენს ნაბიჯებს გამოვყვეთ კვალად.
შენ უკვდავება შეისისხლხორცე,
ვერ შეგედრება რკინა და გრდემლი,
შენ არამარტო დედა გიგლოვებს,
საქართველოსაც წასკდება ცრემლი.

18.08.2012


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1298 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, პოეზია, ლექსები, leqsebi, tushikas leqsebi, გიორგი თუშიშვილი, შემოქმედება ხელოვნება, giorgi tushishvili, თუშიკას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0