Загрузка...
დარეჯან ბატიაშვილი - ჭაშნიკი / darejan batiashvili - chashniki - 30 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » დარეჯან ბატიაშვილი - ჭაშნიკი / darejan batiashvili - chashniki


12:55 PM
დარეჯან ბატიაშვილი - ჭაშნიკი / darejan batiashvili - chashniki


ვერ მოვუყარე ერთად თავი უცნობს და ნაცნობს,
უთავბოლობით შევამცირე დღეების ჯარი,
გთხოვთ, წაიკითხოთ ჩემი ლექსი, პატივი დამდოთ,
ხომ არ ჩასხმულა უნებლიეთ ჭაშნიკში წყალი?
მზემ თუ დააცხრო მომავლისთვის დაღვრილი სისხლი,
ან უდროო დროს შეაშფოთა მამალმა ბინდი,
დრო გათანგული ახლა, მძიმედ იწვოდა სიცხით,
თეთრი პიონი მიმყვებოდა დედულეთს რიდით.
რა მეშველება, რომ მომინდეს გაფრენა შორეთს,
განა სანდოა ღრუბლის ჭრელი ლიანდაგები?!
რაღაც მაგიურს უსხეულო ლანდს ვეამბორე
ძირს მიმოფენილ ამდროინდელ `ფიანდაზებით”.
ვერ მოვასწარი ჩამეხარა მუხლი და უკვე
ყოველი მხრიდან ახლოვდება ზვავთა გრუხუნი.
მოცლა არა აქვს ცრემლებისგან ჩემს თვალთა უპეს,
წუთი-წამიდან მოჩვენების დამდევს უკუნი.
გთხოვთ, წაიკითხოთ ჩემი ლექსი, დამდოთ პატივი,
უთავბოლობით შევამცირე ფიქრების ჯარი,
ინებეთ, ვიდრე მიწიერი არ ვარ მარტივით,
ვიდრე მიმლამავს სადმე ნაპირს ხორშაკი ქარი.
მე საუკუნეც არ მეყოფა... ბოლოდან პირველს,
ვთხოვ, კრიალოსანს, _ არ დათვალოს დღეები ჩემი,
ვიდრე ცხოვრება უარესად გამინაპირებს,
მსურს, ვიცოდე საბოლოო მე განაჩენი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1085 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0