მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » იორამ ღუდეშაური - ღამე საზღვარზე / ioram ghudeshauri - cghame sazghvarze
12:57 PM იორამ ღუდეშაური - ღამე საზღვარზე / ioram ghudeshauri - cghame sazghvarze
ბნელა... კლდეში წივის ქარი, გაწეწილი, როგორც ალი. ჟამი მეფობს ცოდვა-ბრალის, საგანგაშო რეკავს ზარი. თოვლით ავსებს ხევებს, ხრამებს, ტოტებს ალეწს ფიჭვიანებს, გაღმა მგელი მოხანხალებს, გზად ურემი მიჭრიალებს. ქედებს ტანზე სამოსს ახევს, ნაფლეთ-ნაფლეთ მიფრიალებს, გულს გოდების უგებს მახეს, მიჰქრის, გზად არ იგვიანებს. ზეცა თვალს არ ახამხამებს, მიდამო პირს იმგლიანებს, ჟამი წუთებს ახანხანებს როგორც თვითონ იპრიანებს... ვდგავარ... ჟამს ვჭვრეტ არ სახსენებს, ბორგავს გული – გაყინული, – ერის ბედი არ მასვენებს: ნუთუ კვლავ-ა გაყიდული?!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1075 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|