Загрузка...
იორამ ღუდეშაური - განცდათ ჭიდილი / ioram ghudeshauri - gancdat chidili - 30 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » იორამ ღუდეშაური - განცდათ ჭიდილი / ioram ghudeshauri - gancdat chidili


12:59 PM
იორამ ღუდეშაური - განცდათ ჭიდილი / ioram ghudeshauri - gancdat chidili


ბარდნაა, ჟამი გულკუპრობს...
რას ვიზამთ, ზამთრობს ზამთარი.
დღე მოდის– უფრო და უფრო
ისმის ზვავთ ზავთი, დგანდგარი.
ქარი ყეფს, ყური ყრუვდება,
გული წყლულდება მომრჩალი,
ბაგე ვედრებას უნდება,
თითებს აცვდება `ლოცვანი”;
ფიქრი საფიქრალს არ სწყდება,
თავის ბაკანს ხდის გონქთარი,
სული სასულეს აწყდება
ამოსასვლელად მომდგარი...
რადა ღირს ამ დროს ბუხარი,
შიგ ხმელი მუხის ტკრციალი,
სტუმრები, გულში მდუღარი
აზრი და განცდა ზიარი.
იმ დღისთვის შემონახული,
გზნებით ზენაარ ფრთიანი, –
კახურის – სულის მსახურის,
ეშხით ძარღვების რიალი;
ზეცით ჩამოჭრა სხივისა,
მუზა რომ ჰქვია, ტიალი,
კაფია... პოეზიისა
მიუწვდომელი ტრფიალი... –
ჯანდაბას მაშინ... გაგრძელდეს
ბუნების ორომტრიალი.
..................
უპურმარილო დიაცი,
საბჭოთა ჯორზე შემჯდარი,
მტრისამც სახლის კარს შეაღებს
ისეთ დროს ყუყაგამჯდარი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1044 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0