Загрузка...
ზურაბ ნოზაძე - თოვლის საგალობელი / zurab nozadze - tovlis sagalobeli - 30 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » ზურაბ ნოზაძე - თოვლის საგალობელი / zurab nozadze - tovlis sagalobeli


1:05 PM
ზურაბ ნოზაძე - თოვლის საგალობელი / zurab nozadze - tovlis sagalobeli


შენ ხარ ლამაზი სიკისკისეთი,
შენა ხარ თეთრი კრავი გვრიტინა,
შენ ხარ ფაფუკი ფიფქი ისეთი,
წვიმამ სიზმრად რომ წარმოიდგინა.
შენა ხარ ბავშვი გაშლილ ფრთიანი,
ბაგე-ნორჩი და თვალებ-ნაბია,
თითქოს სინაზის ცაში შრიალით
ნატვრებს მიგზავნის მთვარე და ია.
შენა ხარ ღიმის-ღიმში ლივლივი,
სულში უამრავ სითბოს დამნთები,
ოცნებით სავსე ძილში ღიმივით
თვალზე და ტუჩზე მიტომ მადნები.
შე ქალაქელავ, ფერით სოფლელავ,
ცინცხალმა მუზამ წვეთში ჩაგმალა,
მიყვარს სარკმელთან შენი მოფრენა,
შენი კოცნა და ხელში აყვანა.
შენ ხარ ლამაზი სიკისკასეთი,
შენა ხარ თეთრი კრავი გვრიტინა,
შენ ხარ ფაფუკი ფიფქი ისეთი,
წვიმამ სიზმრად რომ წარმოიდგინა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1014 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0