მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » ლექსო დორეული - ჯოჯოხეთში / leqso doreuli - jojokhetshi
1:07 PM ლექსო დორეული - ჯოჯოხეთში / leqso doreuli - jojokhetshi
როგორც ისრები დამაშვრალ საათს, სხეულსაც ისე სცვივა ხელები. ნუთუ ეს ყოფა წამებს გაგატანს და ჯოჯოხეთშიც არ დაბერდები?!!!
ცრემლებში რიდით რომ იმალები, ცრემლში დაგეხრჩო წარსულის გმინვა, სისხლში ბუღრაობს თეთრი თვალები, ოხშივრით გამძღარ ვულკანში გძინავს,
შენ და შიმშილი მიეშურებით, მოხტის სატანა და გბურძგლავს კიდევ. როგორც არწივის დამტყდარი ფრთები, ისე მუჭაში ცოდვები გიდევს.
მიხოხავ ჯაჭვით შეკაზმულ სულით, რომ ამსახურო ეშმას ღირსება, არარად აგდებ რომ სიყვარულით, ღაწვებზე მზე ვერ წაგეკიდება.
აგდია ჩრდილი დროული კაცის, ცოცხალი ლეში წამებზე ვაჭრობს, და თუ ფიქრსაც კი არვინ დაგაცლის, სულსაც მიჰყიდი ბნელეთის ბატონს.
ყოველ ნაბიჯზე კოჭები გწყდება, თვით ჯოჯოხეთშიც ბევრი გმირია, აწყვია წითლად წარმართთა წყება, და ნაღვერდალზე გულები ყრია.
დღეს გადასანსლონ სული სვავებმა დაე ერთხელაც მოვთაფლავ ეშმაკს, იმედი კუბოს კვლავ მიაწყდება, მაცხოვრის შიშით ცეცხლი ვერ შემჭამს.
და ახირებულს მაგ ცეცხლის წილად, თვალწინ რომ გიდგას ხარბი ხატება, ვარ თოთო ბავშვი, შენს კვალზე მივალ, ჩემი გზაც აქეთ მოლასლასდება.
რა დაგემართა ადამიანო, ღმერთსაც ხომ მხოლოდ ერთი გული აქვს?!!! თოვლისფერ წყალში ჯერ უჭაშნიკო ლალის თვალება ზღვები ყმუიან.
სიკვდილი უნდა დაიმსახურო, აღარ ჩაიცვამს სხვის სხეულს სული. არ არის ზეცა მიწაზე მყუდრო, არ არის ქრისტე სხვისი მოკლული.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1261 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|