მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » ლექსო დორეული - ქურდები / leqso doreuli - qurdebi
1:09 PM ლექსო დორეული - ქურდები / leqso doreuli - qurdebi
(ერთი დღე კახეთში)
ეძღვნება მაია ქართველიშვილს
გევიწროვება გულო სამარე?... ქარი იალქნებს მაფლეთს, - ფრთა ხელებს. ცაზე ღრუბლების ხანძარს დავანთებ, რომ დედამიწა ლექსად მამხელდეს. ციცქნა სიყვარულს ვმალავ უბეში, რომ არ მომტაცო, ვუძღვნი ღარიბებს. ერთი კოცნაა ჩემი ნუგეში, მერე კი გული წესსაც ამიგებს. თეთრმა ღმერთებმა, მაძღარ თონეში, თაფლაკვერივით ჩააკრეს მთვარე; უსურვაზივით ჭიგოს მოვეშვი და მკვდარ სიცოცხლეს გამოვეპარე. მთებმა ენებზე ისევ იკბინეს და წამოსცვივდათ ცრემლები ზვავად; ქოჩორა მდელოვ, შენი ჭირი მე, დარაჯად დარდის ერთიღა მყავხარ. ცასაცა სცხელა, თუ ცისარტყელა, ზურგით ატარებს უკვდავთა სულებს; ქედზე ბალახობს ღრუბლების რემა; და ალაზანი გულში გვიხუტებს. საფლავთა ქურდებს მოიპარავენ, მკვდრის საპოვნელად მოსული ჯვრები. ჯონჯოლის ბუჩქი მტევან დალალებს, დაიყრის მკერდზე ჩვილი ხელებით. როგორც მდინარე, სიპი ნეკნებით, ამომხტარი ვარ კალაპოტიდან; თუ კი ერთმანეთს შევეჩეხებით, ატმის ყვავილებს მორცხვად მოგიტან.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1776 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|