მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » ლექსო დორეული - პეიზაჟები / leqso doreuli - peizajhebi
1:15 PM ლექსო დორეული - პეიზაჟები / leqso doreuli - peizajhebi
ციცინათელებს ცისკარს ვუკრეფდი, დაუსკდათ გული შიშნაჭამ ბინდებს. გადაიღეღა დილამ გულმკერდი, მინდორი პეპლებს ბუზღუნით მისდევს. მუხები დევთა ქორწილში დათვრნენ, გადაიყვლიფა ღამემ მუხლები. წისქვილში დაფქვეს საწყალი მთვარე. ცაო მყინვარებს რად ებუტები. მზე კალმახივით ფართხალებს ზღვაში, როცა ცივ ნისლებს მაყარი სტუმრობს. ალბათ სიცოცხლეს ისევ ვემლაშე, და ახლა ქაჯებს ვუჭედავ კუბოს. ღრუბლებს ხელადით მზის ცრემლი მიაქვთ, შარა მიაგავს სულთმობრძავ პითონს. ლოთი უფსკრული დაეხრჩო წყვდიადს, ყრუ დედამიწა მზის ირგვლივ ფიქრობს, ღამე კრუხივით დაჯდა მთვარეზე. ყელი გაუშრა მდინარის ნაპირს. მზეთუნახავო კარი ჩარაზე, თორემ ჭაბუკის მზე გულში დაგჭრის.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1083 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|