მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » ლექსო დორეული - მიქელა / leqso doreuli - miqela
1:19 PM ლექსო დორეული - მიქელა / leqso doreuli - miqela
თითქოს წარსული არც კი ყოფილა. რა მივაჩეჩოთ საგზლად მიქელას. ხარივით ქუში მატადორი და ცეცხლის მანტია ქარში მიელავს.
ბეჩარა ბუღას თვალები უდუღს, კუდწაწყვეტილი დასდევს კუდიანს. ზმუილით ებრძვის დაფდაფის გუგუნს, ჩლიქებში ცხარე ქვიშა უბრწყინავს.
მაყურებელს კი, გალორთხილს ოფლით, მზის გამო არა, ძრწოლისგან სცხელა. ცა დაიქანცა ღრუბლებზე ხოხვით. თეთრმა ვეფხვებმა გააბეს ღრენა.
მზე დამხობილა ხარის რქებს შორის. უნაგირს ნესტის სუნი აუდის. შერჩა ლაგამი მკვდარი მეგობრის, და სიჩაუქე სერ რობინ ჰუდის.
კანს გამოიცვლის გველი_ მათრახი. ნეტავ რაინდებს წყალი რად უნდათ. ძვლები ქივქივებს შლამზე რახრახით; მოიხრჩო თავი ცისკრის აუზმა.
აიშვებს ახლა მზე- შლეგი ლომი, შუადღის ბუღი ცასაც დაახრჩობს. ქვიშის დელგმაში მაყურებელი, უკანასკნელად უმღერს მატადორს.
გააპობს რქები ცეცხლნაჭამ რიდეს, ცრემლის გემო აქვს ჰაერსაც, სისხლსაც, იქნებ სიცოცხლე აღარც კი ღირდეს; სიკვდილი ფრთებსაც უცებ გაგვისხლავს.
დღეს კენტავრებიც დაემხობიან. ქვიშის ტორნადო მოითხრის ფესვებს. დაატყდა ქარის ლეშს ფერდები და მაყურებელიც ღმერთს მიასვენებს.
და ხარის რქებში დაწრეტილ სისხლით, მატადორები შესვამენ ძმისას. ზეცა დანაცრულ მნათობს მიჰკივის, ყრუ საფლავებში ჩამძვრალა ქვიშა.………
… … … … … … … …
დაუამდებათ ქარებს იარა. დაიძინებენ ღმერთები ისევ. მთებზე სიმშვიდემ გადაიარა. და ხარი ისევ მატადორს მისდევს.
თითქოს წარსული არც კი ყოფილა. რა მივაჩეჩოთ საგზლად მიქელას. ხარივით ქუში მატადორი და ცეცხლის მანტია ქარში მიელავს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1046 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|