მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » ლექსო დორეული - მარიამობა / leqso doreuli - mariamoba
1:24 PM ლექსო დორეული - მარიამობა / leqso doreuli - mariamoba
"მარილებიო? შვილის კუბო მადგია ზურგზე." ზინა სილომნიშვილი
"Больше некому стало делать дырки в бумаге окон, но как холодно в доме"
Тиё
ვუძღვნი ზინა სოლომნიშვილს
მზის დილეგები ციაგებს ქარში; დედი, ლოცვები – ჯარი ალვათა. ვულკანის სისხლში რომ მოვიხარშე, ზეცამ ყანწებში მოიკალათა.
ჭროღა ლახტს - ჭალას ბეჭებზე აფლეთს ენაჩლიფინა რუები სხეულს; ღრუბლებს წაეცხოთ მზე, როგორც თაფლი; ვახვავებ ხმელეთს ხოხვით დახეულს.
დედი, ხელის გულს გზები არ მიფეთქს! ვილევი, როგორც ზრიალი ზამთრის. მივებჯინები მიწის საფეთქელს; ოჰ, დედაჩემო სხვა შვილს ვერ გაზრდი!
უღრანში ღელვით ნაღადრი ღამის; და დახუნძლული დარევის დარდთა. ღადარზე ვიღაც ღრიალით დამღვრის; ჩრდილთა ჩეროებს ჩივილი ჩარჩათ.
მხრებით მივათრევ მთებს, როგორც გუთანს; ზვირთებს კუზივით ზურგზე ვაზივარ. გულს მზე ტორებით დოლივით უკრავს; ყურძნის კი არა, ცრემლის ვაზი ვარ!
მზის დილეგები ციაგებს ქარში; დედი, ლოცვები – ჯარი ალვათა. ვულკანის სისხლში რომ მოვიხარშე, ზეცამ ყანწებში მოიკალათა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1934 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|