Загрузка...
ლექსო დორეული - დაკარგულები / leqso doreuli - dakargulebi - 30 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » ლექსო დორეული - დაკარგულები / leqso doreuli - dakargulebi


1:25 PM
ლექსო დორეული - დაკარგულები / leqso doreuli - dakargulebi


ზურგზე მოიგდო,
როგორც გუდა
თერგმა ლოდები.
ჭრელ ჩითმერდინებს
ზეცა თავზე
სხივებით იკრავს.
სიკვდილის შემდეგ,
ვფიცავ, ისევ
დაგელოდები,
შევეხიზნები
შენთვის მოსულ
მზით დამთვრალ წვიმას.
ჩვენი ღირსება
საუკუნით
დაიგვიანებს....
ახლა რუმბებით
მაჭრის შესმას
ვინღა დაგაცლით?....
სცხელათ, კუბოში
დარდისაგან
დამზრალ წმინდანებს,
კივის დემონი,
უკან ქრისტე
მოდის ბარბაცით.
მზისგან დადაგულ,
ჟანგით დახრულ
ცებშიც გეძებდი.
მოლოდინმა კი
უმოწყალოდ
გაცვითა რწმენა.
მყრალ უკუნეთში
შემომძვრალი
ნათელის რქები,
სუნთქავდა ჩემით,
მომელოდა
ქარში გარჩენა....
წკეპლით ღრუბლების
ბერტყვა მქონდა
მუდამ მისჯილი,
მაგრამ იღბალმა,
იმედები
უცებ დაფუფქა.
ეს უსახლკარო,
მღვრიე ხალხთა
მუნჯი სიკვდილი,
გახდა ამ სოფლის
ქაოტების
გული და სუნთქვა.
გდია, დამხრჩვალი,
მგოსნის ძეგლი
ცის ეშაფოტზე,
მეწამულ ღამეს
ბუღი ასდის
მდუღარე სისხლის.
მოვასწროთ, სანამ
ეშმაკები
მოსულან გონზე,
ჩვენი გვამისთვის
გარეთ ქართა
საფლავი იცდის....
ჩემი თვალები
ცივ გველივით
მიიკლაკნება.
შენ კი, ბეჩავო,
გულის ფეთქვის
ხმაზეც კი კრთები.
ჩვენ, დაკარგულებს,
მიგვყავს ლექსი!
შეგრჩებათ ვნება!
ყეფენ, ჩადრებში
გახვეული
მომავლის გზები....
მაინც ერთად ვართ!
ვლივლივებთ ქარში....
ვლაღობთ და ვხარობთ....
მძლავრად გავკივით....
ასე დაგეცალოთ
მტერი, - თქვა ქარმა და
ამოაპირქვავა
ღრუბლები ყანწივით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1140 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0