მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » ლექსო დორეული - აღსარება / leqso doreuli - aghsareba
1:26 PM ლექსო დორეული - აღსარება / leqso doreuli - aghsareba
ერთადერთია ბედნიერება; ცათა სიმშვიდეს ლექსები არღვევს…. მე მებრალები ჩემო იღბალო, რომ შენი ბედი იღადრავს ძარღვებს.
თვალს თვალში ვუყრი რკილნაჭამ სარკეს. ვეღარ დაგლანდე.... რა იქენ ბიჭო?... ვინემ ოცნება აგვატალახებს, ქვით დავიშანთოთ თვალები გვიჯობს.
სიცივე ისე ბობოქრობს სულში, მუჭში მაკვდება მზე, როგორც მტრედი. ზღვა თავის ჟინზე როცა მივუშვი, პოსეიდონის ცრემლს პეშვით ვხვეტდი.
ერთადერთია ბედნიერება; ცათა სიმშვიდეს ლექსები არღვევს.... მე მებრალები ჩემო იღბალო, რომ შენი ბედი იღადრავს ძარღვებს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1243 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|