Загрузка...
დიანა ვაჩნაძე - ბევრ ბავშვს გავაჩენდი ... / diana vachnadze - bevr bavshs gavashendi ... - 30 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » დიანა ვაჩნაძე - ბევრ ბავშვს გავაჩენდი ... / diana vachnadze - bevr bavshs gavashendi ...


3:35 PM
დიანა ვაჩნაძე - ბევრ ბავშვს გავაჩენდი ... / diana vachnadze - bevr bavshs gavashendi ...


ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
კიკინებიან გოგონებს, კიკინებიან გოგონებს და
ერთ ბუთხუზა ბიჭსაც _
რომ შემეძლოს, შეველიო შენთან ერთად ქალაქ-ქალაქ სირბილს,
თეატრებს და საგამოფენო დარბაზებს და
გვიან ღამემდე ვაკის პარკში ყურსვას.
ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
ასე რომ არ ვაღმერთებდე მარტოობას და
დღეში ასი გვერდის კითხვის რიტუალის მოშლა
შემზარავ პერსპექტივად არ მესახებოდეს.
ბევრ ბავშვს გაგიჩენდი _
მხოლოდ და მხოლოდ შენ გაგიჩენდი, _
რომ არ ვთრთოდე
შემდგარი რომანტიკის დამღუპავი
შენი წინდების რეცხვის წარმოსახვისას.
დამიჯერე,
ბევრ, მართლა ძალიან ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
ასე ვიწრო მენჯი რომ არ მქონდეს და
სამშობიარო ტკივილების წინაშე
არ ვძრწოდე ასე.
და ო, მაინც, იცი,
უზომოდ ბევრ ბავშვს გავაჩენდით,
და ვიქნებოდით ბედნიერი, ტანჯული ოჯახი,
ასე უნაყოფო რომ არ იყო,
ჩემო გ.,
ასე უიმედოდ უნაყოფო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1136 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0