Загрузка...
დიანა ვაჩნაძე - არ ვიცი... / diana vachnadze - ar vici... - 30 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 30 » დიანა ვაჩნაძე - არ ვიცი... / diana vachnadze - ar vici...


3:36 PM
დიანა ვაჩნაძე - არ ვიცი... / diana vachnadze - ar vici...


არ ვიცი, საიდან სადამდეა ჩემი სილამაზე:
შუბლიდან ნიკაპამდე,
ლავიწიდან კვირისტავამდე თუ
თხემიდან ტერფამდე.
ის საიდანღაც იწყება და საითკენღაც სრულდება,
მაგრამ საითკენ, გაუგებარია.
სახიდან კანჭებისაკენ მიემართება თუ პირიქით,
კანჭებიდან სახისაკენ?
ბეჭების და დუნდულების მიდამოებში ხომ
არ ტრიალებს?
ან იქნებ გასწვრივ მოძრაობს,
ჩემი ერთი თვალიდან მეორე თვალამდე,
ერთი ძუძუსკერტიდან მეორე ძუძუსკერტამდე
ან სულაც
დიაგონალურია და გულიდან ღვიძლამდე
მისერავს მუცელს?
და თუ აპრეხილ ცხვირზე მაზის და
იქიდან ფეხსაც არ იცვლის, მაშინ?
ვითომ რატომ არ შეიძლება,
ჩემი სილამაზე მხოლოდ ერთ რომელიღაც
უძრავ წერტილში ბუდობდეს?
მით უმეტეს, თუ არავინ იქნება,
ვინც მის ამოძრავებას შეეცდებოდა.
ერთ წერტილში შეკუნჭული სილამაზე _
ასეთი რამ სრულიადაც არაა გამორიცხული და
თუ ადამიანი ჩაუკვირდება, არც საწყენი.
მთავარია, ის არსებობდეს.
მთავარია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ
ჩვენი სილამაზე არსებობს.
რომ ის საიდანღაც დაიწყო და ახლა
რაღაც (თუნდაც პირობითი) ფართობი უკავია _
შუბლიდან ნიკაპამდე,
კეფიდან კუდუსუნამდე ან
გულისკოვზიდან გულისფიცრამდე.

თუ ეს ვიცით,
დანარჩენი სულერთია.

თუ ეს ვიცით,
კმაყოფილი ვართ და სამყაროს ვეპრანჭებით _
თუნდაც იმ ერთადერთი წერტილით ცხვირის წვერზე.

ასეთები ვართ ადამიანები.
ასეთები ვართ მდედრები.
ასეთი ვარ მე _ დიანა ვაჩნაძე და
ძალიანაც ამაყი ვარ ამით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1207 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0