Загрузка...
რობერტ მესხი - თორმეტივე საათის მიმართულებით / robert meskhi - tormetive saatis mimartulebit - 10 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 10 » რობერტ მესხი - თორმეტივე საათის მიმართულებით / robert meskhi - tormetive saatis mimartulebit


12:41 PM
რობერტ მესხი - თორმეტივე საათის მიმართულებით / robert meskhi - tormetive saatis mimartulebit


სდექ!
ციცინათელებივით როდი ანათებენ ეკლიანი მავთულები,
არც საკვნეტის გარეშე იჭრებიან.
ახლოს თუ მოხვალ, დარწმუნდები,
რომ არ არსებობენ უხილავი თოკები,
ბეწვის ხიდები და აბრეშუმის ძაფები, -
ისინი დაწვეს.
მერე სავსე მთვარე ჭიპლარით დაიჭირეს
და დედამიწას გამოაბეს,
რათა უკანასკნელი ომის დაწყებამდე
სატელიტზე გახსნილი სისხლის ბანკი
წითელი ყინულებით გადაივსოს.

სდექ!
ყველა მინდორი დანაღმულია
და ფერდობზე შეფენილ ყველა წიფელს
შაჰიდის ქამარი არტყია
და უჰაერო მღვიმეებში ჩადიან
აირწინაღებით აღჭურვილი ყვავილები.

სდექ!
რადგან ყველა საზღვარი პირობითია
და ჩვენი ჩრდილებიც
გადახრილი ანტენების ჩრდილებივით
პირობითად კვეთენ ერთმანეთს
უკანასკნელ ომში,
სადაც აუღებელი ციხესიმაგრეები,
ფესვგადგმული ლოდსატყორცნები
და მოსიარულე გვამები
ირწევიან.

სდექ!
გამომშრალ კანში ყვითელი ტალახი შეიზილე
და წაჭრილი თითები ცარიელ მჭიდში ჩატენე.
მოიძიე მტერი -
საკუთარი თავი -
და ერთადერთი თითი - საჩვენებელი -
ჩახმახს გამოჰკარი
ცისკენ...

სდექ!
წინ სამხედრო პოლიგონია
და გენერლის ფორმაში ჩაცმული ფიტულები
გადამფრენ ფრინველებს შესცქერიან,
ვიდრე უკანასკნელი ომი დაიწყება
და მე და შენ ამ ომში წავალთ.

სდექ!
გუშინ ეკლიანი მავთულები გავიხადე
და გაფოთლილი ხეები ჩავიცვი
და ტყე-ტყე ბილიკ-ბილიკ ვიარე
და ვიცი, რომ
პირველი საათის მიმართულებით,
და ორი საათის მიმართულებით,
და სამი საათის მიმართულებით,
და თორმეტივე საათის მიმართულებით
ჩასაფრებაა,
და ჩასაფრება მურტალია,
და ჩვენ მაინც წავალთ
და დავლევთ
წყალს,
წყალს თუ არა - სისხლს,
სისხლს თუ არა - ღვინოს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 704 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0