Загрузка...
რობერტ მესხი - გეოგრაფიული ეროსცენები / robert meskhi - geografiuli eroscenebi - 10 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 10 » რობერტ მესხი - გეოგრაფიული ეროსცენები / robert meskhi - geografiuli eroscenebi


12:41 PM
რობერტ მესხი - გეოგრაფიული ეროსცენები / robert meskhi - geografiuli eroscenebi


ყოველთვის მიყვარდა გეოგრაფია,
განსაკუთრებით ფიზიკური:
თითქმის გაყვითლებული რუკა,
ერთმანეთზე გადასული ნახევარსფეროებით,
შეუმჩნევლად გაყოფილი
წრფივად დაშვებული მერიდიანით -
შენი გარუჯული დუნდულები
გვერდებზე განასკვული ბიკინებით.

ყოველთვის მიყვარდა გეოგრაფია,
განსაკუთრებით ფიზიკური:
საჰარა...
ორი სიმეტრიული ბარხანა,
მაღალი პალმებით მოჩრდილული -
შენი ტროპიკული ლიფი,
ფუმფულა მკერდზე წამომჯდარი.

ყოველთვის მიყვარდა გეოგრაფია,
განსაკუთრებით ფიზიკური:
წყლის ნაკადს, რომელიც სიმაღლიდან ვარდება, ჩანჩქერი ეწოდება.
საქართველოში ბევრი ჩანჩქერია,
მაგრამ სულ სხვაა შენი ქვიშიანი თმების
მომნუსხველი დინება
და შენი მოუსვენარი თითები -
აღმა მცურავი ორაგულები...

ყოველთვის მიყვარდა გეოგრაფია...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 789 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0