მთავარი » 2017 » დეკემბერი » 10 » რობერტ მესხი - ღია კაფეში (ბადრი თევზაძეს)/ robert meskhi - ghia kafeshi (badri tevzadzes)
12:50 PM რობერტ მესხი - ღია კაფეში (ბადრი თევზაძეს)/ robert meskhi - ghia kafeshi (badri tevzadzes)
რად უნდა იყოს მოწყენილი პოეტი კაცი, ისიც პარიზში, შანზელიზეზე? ხედავ, მისტრალი ბებერ ხეებს ყვავილებს აცლის, - აი, მიზეზი...
ან, იქნებ, სულაც, პეიზაჟი სასტუმრო ”ნიცის”, მაღალი სიცხე, ხელის კანკალი... ხიდქვეშ არ მოვა არასოდეს, სულში რომ იცის, ის ხოშკაკალი.
არც წვიმა მოვა, მითუმეტეს დახეულ ხამლით. ხილვა: ბათუმი... სველი აფიშა... - გაცივდა ყავა... ნუთუ მართლა მალარმეს თარგმნით ღია კაფეში?!.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 778 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|