რობერტ მესხი - სანგარში / robert meskhi - sangarshi
”ვზივარ სანგარში და წვიმა მაწვიმს...” ქარდა ქარდუხი
ცალკე ზღვაური, ცალკე ღამე... სუფთა მორფინი - წვიმა - ეყრება დედამიწას ჟღალი ჭორფლივით. არ ჩანს ნაპირი... შენზე ფიქრი ტალღებს მოება, ცივა სანგარში მიტოვებულ სამრეკლოებად... ვთრთი - ოცნებებში გარიყული თეთრი ფრეგატი. რატომ მეგონა, ერთ ზარს მაინც ჩამოვრეკავდი, თუნდაც განგაშის...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..