Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი - გოგონა, ხელში ნეკერჩხლის ფოთლით / nika dzamiashvili - gogona, khelshi nekerchkhlis fotlit - 11 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 11 » ნიკა ძამიაშვილი - გოგონა, ხელში ნეკერჩხლის ფოთლით / nika dzamiashvili - gogona, khelshi nekerchkhlis fotlit


2:34 PM
ნიკა ძამიაშვილი - გოგონა, ხელში ნეკერჩხლის ფოთლით / nika dzamiashvili - gogona, khelshi nekerchkhlis fotlit

მე ის ხე ვარ,
რომელსაც ერთი გამხმარი იმედი შერჩა.

ვგრძნობ,
ხვალე ისიც ჩამომვარდება.
მას ერთი გოგონა დაიჭერს ხელში,
წაიღებს სახლში,
ან მცირე ხნით გაათბობს
და შემდეგ მიაგდებს სადმე,
როგორც საკუთარი ქალაქის რომელიმე ხეზე
შემთხვევით ჩემი ლექსის წაკითხვისას,
წუთიერი განცდა,
რომელიც შესაძლოა,
მალევე გაცივდეს მასში.

ჩემს ქუჩაზე,
შემხვდა ერთი ანგელოზი,
რომელიც იდგა ტროტუარზე,
და ხელში ეჭირა გამხმარი ნეკერჩხლის ფოთოლი.
შევხედე მას,
გავუღიმე,
განვაგრძე გზა
და ხელზე შემომეწერა ეს ლექსი.

ნიკა ძამიაშვილი




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 965 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, ნიკა ძამიაშვილი, ნეკერჩხლის ფოთოლი, nekerchkhali nekerchxali, fotoli, gogona, 27 tebervali, nika dzamiashvili, roca mze chava | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0