Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * * - 11 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 11 » ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * *


2:38 PM
ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * *

შენს კარგად ყოფნას
ყოველთვის ეწირება ვინმე ან რამე.

მე ჩაიდნით ავადუღე წყალი
რომელიც დავასხი
ორ ცალ იაფფასიან ჩაის პაკეტს,
შევურიე ერთი კოვზი შაქარი
და მივხვდი,
რომ მან სისხლი იდინა,
ჩემი სიამოვნებისთვის,
ისევე, როგორც ჩემმა მეგობარმა თავი გადადო
საკუთარი შვილის
ახლადშექმნილი ოჯახის გამოსაკვებად.

სამწუხაროა,
ის რომ
ღერი სიგარეტი,
ნატეხი პური
და ყავა, ერთჯერადი მოხმარებისთვის,
უფრო ახლოს არის ჩვენთან,
ვიდრე ისინი,
ვინც გვიყვარს,
ვუყვარვართ,
ვისთვისაც ვცოცხლობთ
და თავებს ვერ ვიმეტებთ მოსაკლავად.

ნიკა ძამიაშვილი




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 972 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სიგარეტი, chai, roca mze chava, nika dzamiashvili, 27 tebervali, ნიკა ძამიაშვილი, sigareti, 27 თებერვალი, ჩაი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0