Загрузка...
რობერტ მესხი - ბათუმი... ტალინი... / robert meskhi - batumi... talini... - 11 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 11 » რობერტ მესხი - ბათუმი... ტალინი... / robert meskhi - batumi... talini...


4:15 PM
რობერტ მესხი - ბათუმი... ტალინი... / robert meskhi - batumi... talini...


ა-ს

ჩემთან არაფერი შეცვლილა,
ვზივარ უშუქოდ და უგაზოდ...
ფანქრით მოვინიშნე ტალინი
უკვე გახუნებულ რუკაზე.

სევდა, მძივივით რომ ავისხი,
თითქმის ცივია და ბლანტია...
ჩემთან დალამუნობს შავი ზღვა,
შენთან მედიდურობს ბალტია.

ახლა ღვინობისთვის მზეა და
ლერწებს ჩამიტეხავს მინაში...
ჩემი მონატრება რა არი
შენი ნოსტალგიის წინაშე?!.

ხეებს ფერადები ასხია,
მეც ამ ხეებივით დავბერდი...
შენთან ჩრდილოური სუსხია,
ჩემთან წვიმებია ხავერდის...

შენთან არაფერი შეცვლილა,
ისევ გეძახიან უნაზესს,
წითლად მოგინიშნავს ბათუმი
უკვე გახუნებულ რუკაზე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 658 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0