Загрузка...
რობერტ მესხი - აღმოსავლური / robert meskhi - aghmosavluri - 11 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 11 » რობერტ მესხი - აღმოსავლური / robert meskhi - aghmosavluri


4:25 PM
რობერტ მესხი - აღმოსავლური / robert meskhi - aghmosavluri


რა არის შენთვის
ვარდები და მთელი შირაზი
და შაჰის კარზე მოქსოვილი ყველა ხალიჩა?
საუბრობ,
ვითომც არაფერი,
და ჩემს ჯინაზე
არც ლექსს, არც თვალებს
მნიშვნელობას აღარ ანიჭებ.
და მაინც,
მაინც,
როცა გისმენ,
ასე მგონია,
ღამენათევი მზე ამოგდის
ცხელი ხორხიდან
და ბულბულები გასხდებიან
სახმო სიმებზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 671 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0