Загрузка...
რობერტ მესხი - აივნიდან / robert meskhi - aivnidan - 11 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 11 » რობერტ მესხი - აივნიდან / robert meskhi - aivnidan


4:27 PM
რობერტ მესხი - აივნიდან / robert meskhi - aivnidan


შენგან მაგნოლია შორით არი,
ტკივილი დაგღლის და გაგწვალებს,
ზოგჯერ მოგიკითხავს მეგობარი,
რომელსაც სიცოცხლეს ანაცვალებ.

ზოგჯერ მოგაკითხავს, შეგაფეთებს
თვალებს სევდიანს და მონატრებულს,
ღამეს განთიადი დააფეთებს
და შენ, მხიარულს და აღელვებულს,

ვისაც მცირედითაც გახარებენ,
წამით გავიწყდება ტკივილები,
მერე გააცილებ მატარებელს
და დღეც სანთელივით მიილევა.

ისევ უსასრულო მარტოობა...
ისევ ძილფხიზლობ და გენატრება...
სულში დაივანებს სექტემბერი
ყვითელ სცენებად და თეატრებად.

დღეს შენ წამოდგომა აგიკრძალეს
და შავ სიჩუმეში გაგონდება,
დედა - დარდებმა რომ დაგიკრძალეს,
მთები - გადაბმული ვაგონები...

განა ერთი-ორი გაგონდება,
განა დაილევა საფიქრალი?
გული ძველებურად დაღონდება, -
ნეტა კუსუნია საით არი?

ნეტა სეფიეთში რას შვრებიან,
ნეტა როგორია ქუთაისი?
აღარც არსაიდან საშველია,
აღაც წერილია არავისი.

უკვე თამრიკოსაც აღარ ელი,
ნეტა იქ ფრიდონი როგორ არი?
მზერას თუ აყოლებს კარაველებს,
თეთრი ბათუმი და ნიაღვარი

ოდნავ თუ ამშვიდებს?.. წარიტაცა,
ჟამმა წარიტაცა ყველაფერი,
უკვე აღარ ელი ალიკასაც,
უკვე აღარავის აღარ ელი...

უკვე სიყვარულიც შორით არი,
ნაპირს ნატერფალი დაჰყოლია,
უკვე აფხაზეთიც შორით არი -
დიოსკურიაც და მაგნოლიაც...

უფრო ახლოსაა შემოდგომა,
ყურძნის ტალავერში გაირინდა,
გუშინ აგიკრძალეს წამოდგომა, -
მტევნებს უცქირეო აივნიდან.

1996


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 677 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0