Загрузка...
რობერტ მესხი - ლურჯი სისოვლე / robert meskhi - lurji sisovle - 11 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 11 » რობერტ მესხი - ლურჯი სისოვლე / robert meskhi - lurji sisovle


5:36 PM
რობერტ მესხი - ლურჯი სისოვლე / robert meskhi - lurji sisovle


"ზღვის ჰაერივით მენატრება ლურჯი სისოვლე,
ჩატუმბე ლექსში და თბილისში გამომიყოლე..."
/მეგობრის მესიჯიდან/

ვდგავარ ნაპირთან, თოლიები თეთრად კრთებიან,
ფრთები რად მინდა? აქ ისედაც ბევრი ფრთებია.

ნოემბერია. ზღვაში შესვლა მაინც გავრისკე,
აფრას მივყვები, ის კი ილტვის ცივი ქარისკენ.

მზეს რა ვუშველო? მზე ვერ იტანს ზედმეტ სიცივეს,
შუბის ტარზეა და ცრემლები წყალში უცვივა

ხან გამჭვირვალე, ხანაც რძისფერ მარგალიტებად.
ამ ძვირფას ცრემლებს ჩამოგიტან, ზღვამ თუ ინება

გულის გახსნა და... გარდასახვა ფინჯან ყავაში...
წავედი ახლა, უფრო დაბლა, ფსკერზე დავეშვი,

ლურჯი სისოვლე რომ შევკრიბო ტალღის მიყოლით,
ჩავტუმბო ლექსში და თბილისში ჩამოგიყოლო...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




ნანახია: 761 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0