Загрузка...
რობერტ მესხი - ფერადი ფანქრები / robert meskhi - feradi fanqrebi - 12 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 12 » რობერტ მესხი - ფერადი ფანქრები / robert meskhi - feradi fanqrebi


4:32 PM
რობერტ მესხი - ფერადი ფანქრები / robert meskhi - feradi fanqrebi


ახლა,
როცა მისი ”ჟირაფის” ასლივით გამადიდებელი ლუპით მიყურებენ
და ცდილობენ გაარკვიონ სად შეიძლება ვიწყებოდე? –
რომელი წაშლილი თუ ვერწაშლილი ფენის მიღმა,
შავი შტრიხების გასწვრივ
თუ გაცრეცილი კონტურების წიაღში...
ახლა,
როცა სიზმარში ნანახი სწრაფმავალი ხომალდების ზურგზე
ჩალისფერი მთვარე ქანაობს,
და ჟანგიანი ფარანი ხაოიანი წვიმებით გადალოკილ ქუჩებს ზვერავს, -
მინდა დაგხატო,
დიდი ვარდისფერი ბუშტებით,
შრიალა შიფონის კაბით,
თხელი და ლამაზი თითებით..
კათხა ლუდით და სიგარეტით...
კაფე ”თბილისურში”...
და გითხრა, რომ უამრავი ფერადი ფანქარი მაქვს,
ჭერზე და
იატაკზე და
კედლებზე და
ვენებზე და
საფეთქლებზე და სასულეზე
და არცერთი არ წერს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 747 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0