Загрузка...
რობერტ მესხი - წერტილები ანუ ჩემი დაბადების დღე / robert meskhi - tsertilebi anu chemi dabadebis dghe - 12 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 12 » რობერტ მესხი - წერტილები ანუ ჩემი დაბადების დღე / robert meskhi - tsertilebi anu chemi dabadebis dghe


4:38 PM
რობერტ მესხი - წერტილები ანუ ჩემი დაბადების დღე / robert meskhi - tsertilebi anu chemi dabadebis dghe


დღეს.
გული ჩამოვკიდე ჯაჭვებით.
წნევა და სიცხე.
მაღალი ორივე.
სახსრებში მამტვრევს.
დღეს.
ფრეგატი ვარ და ვერ დავცურავ,
ფარანი ვარ და არ ვანათებ,
ფარვანა ვარ და არ დავფრინავ
დღეს.
აკრძალვის წითელ ნიშანზე მიბმული ლეკვი.
მოკაკვული ყაისნაღი.
ჩრდილის გარეშე.
რომელი ერთი.
დღეს.
ნივთი.
ნავთი.
ცეცხლი.
ვასხამ...
დღეს.
ტყიდან გირეკავ
უხილავი ძაფებით
მთვარის მონიტორზე ვაწერ:
"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა..."
დღეს.
დღეს
უძირო ჭიდან ხმა არ ამოდის,
არაფერი არ ამოდის უძირო ჭიდან,
გარდა ნესტისა და სიბნელისა
და წინადაცვეთილი ბავშვობისა
და ჩავრჩი
დღეს
სისხლი -
კალმახების კოპლებში,
წვიმა -
ორაკულის სიზმარში,
შფოთი -
ლიანების შრიალში...
დღეს.
დღეს.
დღეს!..
....................................


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 713 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0