რობერტ მესხი - ბოლო აკორდი / robert meskhi - bolo akordi
სულ ეს ხარ, ალბათ, თვალის ერთი დახამხამება, ბოლო აკორდი... მახსოვს ნაპირი, - წვიმა წვიმდა, ქარი არ ქროდა... (ლურჯ ზარდახშაში ინახავდა მედლებს ბაბუა) აგერ, შარშანაც, გულში გეჯდა ჩიტი ღაბუა შენ კი ისროდი... მაგრამ ვის, როდის გაუგია შენი წუხილი... სასაფლაოთა?.. მახსოვს ქალაქი, - წვიმა წვიმდა, ქარი არ ქროდა...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..