Загрузка...
რობერტ მესხი - დღეს (უკანასკნელი ლექსი შენზე..) / robert meskhi - dghes (ukanaskneli leqsi shenze..) - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - დღეს (უკანასკნელი ლექსი შენზე..) / robert meskhi - dghes (ukanaskneli leqsi shenze..)


7:07 PM
რობერტ მესხი - დღეს (უკანასკნელი ლექსი შენზე..) / robert meskhi - dghes (ukanaskneli leqsi shenze..)


ყველა სიზმარში მეორდები.
ვინ დაიჯერებს?!.
ასე იყო მშობლიური ქალაქის შემდეგ,
ჭაობმა რომ დამისაკუთრა
და მაქციების ნაკბენივით
დამაჩნდა მიწა.
დღეს -
ავადმყოფი მარიონეტი,
გამოკიდული
წარსულსა და მომავალს შორის -
ვხვდები რას ნიშნავს:
”თვალს გავახელ,
ზედ წამწამზე მიზიხარ!..”
ვინ დაიჯერებს?!.
მიყვარხარ და
კვლავინდებურად
მზის ბაჭიებს და
წვიმებს დავდევ
ტროტუარებზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 759 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0