Загрузка...
რობერტ მესხი - მარტოობა / robert meskhi - martooba - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - მარტოობა / robert meskhi - martooba


7:08 PM
რობერტ მესხი - მარტოობა / robert meskhi - martooba


აჰა, ეს ლექსიც
სიგარეტის ნამწვივით ჩაკვდა,
უფრო ზუსტად, ძალით ჩაკალი...
და მიადექი მაღალ მთაზე აღმართულ ეკვდერს
ხელის კანკალით...
იქ ვინ შეგიშვებს?!.
იქ გვირგვინი დაადგეს ქრისტეს, -
შენ გბაწრავენ ჭრელი გველები...
გახსოვს, ახლახან გულთმისნების სიმშვიდით გითხრეს:
"რა გეშველება?.."
არც არაფერი...
ცა შებოჭა ღამემ ბინდებით,
გახსნა მთვარე - ვერცხლის კონვერტი...
და მარტოობაც სხვანაირად გეამინდება,
როგორც ყოველთვის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 870 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0