Загрузка...
რობერტ მესხი - უშენობის ლექსი / robert meskhi - ushenobis leqsi - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 2:45 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - უშენობის ლექსი / robert meskhi - ushenobis leqsi


7:10 PM
რობერტ მესხი - უშენობის ლექსი / robert meskhi - ushenobis leqsi


ესეც ახალი ავადმყოფობა,
მე კი მეგონა,
პინოქიოს ცხვირზე დავკიდე სიყვარული და
ამის მსგავსი ზიზილ-პიპილო.
დევს მაგიდაზე „კრომბახერი“,
მწარე პილპილი
და ჩემი თავი -
შენზე ფიქრით გაჯერებული.

(ოფლი მოსდის დაორთქლილ მინას...)
თბილისს ჯერ სძინავს,
სძინავს რუსთავსაც,
თუმცა წამით ადრე იღვიძებს.
აბა, მე რა მჭირს?! –
გადავვარცხნე ყველა ღრუბელი
და მთვარის სარჭით მივამაგრე ტყეს და მწვერვალებს.
(სხვა მზე ელვარებს...)
მოუსვენრობაც ხომ ცოდვაა,
და უფრო მძიმე,
როცა ხანდახან მტკვრის ზედაპირს ვათვალიერებ,
როგორც უცნობი მხატვრის ტილოს
გამოფენაზე.
და იქვე,
ტილოს ქვედა მხარეს,
გაკრული ხელით:
“Izola del amore e del sole”*.
მოდი, დავტენი უშენობით თოფს
და მესროლე!..
თუკი ერთბაშად დაიძირა ყველა კუნძული,
და მზე
ყოველი
ღრმა უფსკრულში გადაიჩეხა, -
სიყვარული შემრჩება
შენი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 770 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0