Загрузка...
რობერტ მესხი - გზატკეცილები / robert meskhi - gzatkecilebi - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - გზატკეცილები / robert meskhi - gzatkecilebi


7:12 PM
რობერტ მესხი - გზატკეცილები / robert meskhi - gzatkecilebi
წვიმს და ვსველდებით მე და გზები თითქმის თანაბრად,
მიყვარს თიბათვე...
იმატებს თქეში... ქარი იწყებს „აბრა-კადაბრას“
და ფრთებს მივათრევ.
შორს, იმ ქალაქში, სადაც მხოლოდ შენ მეგულები,
შევკრავ ირაოს...
რა ქნას პოეტმა, თუ დაკარგა თავი სრულებით? –
დაე, იაროს...
დაე, გეძებოს, ვიდრე ფრთხილად შესვამს საღამო
ღრუბლის ლოჟაზე...
რას შვრები ახლა? ალბათ, ისევ უსმენ „საღაპოს“,
ანდა ჯო დასენს...
მე კი შენ გისმენ...
გულში,
ჩუმად...
არაფერში არ გეცილები...
დღეს უნდა ფრთებით შეგიმშრალო გზატკეცილები...
რა ვქნა?
მიყვარხარ!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 802 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0