Загрузка...
რობერტ მესხი - თავი დაანებე ბეგონიას / robert meskhi - tavi daanebe begonias - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - თავი დაანებე ბეგონიას / robert meskhi - tavi daanebe begonias


7:14 PM
რობერტ მესხი - თავი დაანებე ბეგონიას / robert meskhi - tavi daanebe begonias


(ვირტუალური წერილი მატარებლიდან)

იქნებ, გავარკვიოთ ბოლო-ბოლო,
არ ვართ რა ხანია პატარები...
კიდევ ერთ სიგარეტს გავაბოლებ,
- დიდხანს გავჩერდებით ნატანებთან?
- არა, მალე გავალთ, არ ჩახვიდეთ...
(- წიგნი შეიძინეთ სამადლოზე...)
ტალღით გავსებული ჩიჩახვიდან
მთვარე გამოსჩრიათ ალბატროსებს...
მე სხვა ნაპირიდან მოვდიოდი,
დინჯი პალმების და... კოწახურის...
ქარი ამოიჭრა ნოტიო და...
მოდი, ჩემი „კურტკა“ მოგახურო,
ახლა რომ ჩურჩულებ მომეტებით:
წამო, წავიდეთო კართაგენში,
მართლა დავიჯერე, მონეტები
ზღვისკენ ვისროლე და გადავეშვი
ცისფერ ლაგუნაში... ადრე უფრო
ვნახე დამსხვრეული ქალაქები,
ამინდს რომ ელიან სადრეიფოს,
ყოველ მიქცევაზე ალაგებენ
წყალში მისადგომებს ფიცრებიანს...
(ფერი მარჯნისა აქვთ, გემო - ლილის...)
მერე სისხლისაგან იცლებიან
უკვე დამშრალნი და გამოცლილნი.
ჩვენი კართაგენი როგორია,
ანდა საითაა, რომელ მხარეს?
თავი დაანებე ბეგონიას,
მოდი, მომხედე და მომეხმარე,
იქნებ გავარკვიოთ... (გავაბოლოთ!..)
მოდი, ამ სიკეთეს თუ იზამ და...
ან რა მანძილია ბოლო-ბოლო
იმ მზით გადახრუკულ ტუნისამდე?
რომ ვერ ჩავაღწიეთ მწყურვალებმა,
(სულ მთლად დავიბენით ბეღურები...)
ქვიშის არ მაშინებს მხურვალება,
რადგან მიყვარხარ და მეგულები...
- სად ვართ?.. - უკაცრავად, გამატარეთ...
- კიდევ სამიოდე გაჩერება...
მესხი ნამეტნავად ავად არი, -
სულში ცისფერ ტალღებს აჭენებენ...
შენ კი, ალბათ, ახლა ქოთნის ყვავილს
თითქმის გამხმარ ფესვებს უგრილებ და...
თავი დაანებე ბეგონიას,
თავი დაანებე ბეგონიას,
თავი დაანებე ბეგონიას,
ერთხელ მეც შემასვი წყურგილედან...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 846 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0