Загрузка...
რობერტ მესხი - ფრჩხილები / robert meskhi - frchkhilebi - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - ფრჩხილები / robert meskhi - frchkhilebi


7:36 PM
რობერტ მესხი - ფრჩხილები / robert meskhi - frchkhilebi
სცენა:
შენ - თეთრი ბრეტელებიანი კაბით -
მოგვიანებით ხელახლა ჩაიცმევ
ნიჟარების მძივით დაიმშვენებ დაწინწკლულ კისერს
და ამ ორ ჩაცმას შორის
იქნება მცირე ხანი,
რომელსაც ერქმევა
მთელი საუკუნე - ჩემთვის
და ფრჩხილების დაჭმა ნუნებამდე
და სისხლიანი თითებიდან
ლექსდენა...
და რადგან ფრჩხილები ვახსენე,
ვხსნი:
(ჯერ კიდევ მაშინ შეგიყვარე, როცა არ გიცნობდი
და ყოველ დილით გელოდი
ვირტუალურ მეგობარს,
მერე იყო ჭაობისფერ მანტოზე აწყვეტილი ღილი,
ჩვენი არშემდგარი შეხვედრის შედეგი,
მერე გაზაფხული
და ჭერმის ყვავილების გათოვება,
კიდევ -
წვიმებთან გარითმული ქოლგები და შერბური,
კიდევ -
კართაგენი, რომელსაც სიზიფეს მოთმინებით ვაგებ
და შენ ამბობ - დაანგრიეო,
კიდევ -
(მოირგო საჰარამ ღამის პენუარი...)
მოდი, გამიცხადდი უდაბნოს დედოფლად,
იყავი ჰატშეპსუტი,
ანდა...
(აქ შენ ხარ - მიხვდებოდი!..)
და კიდევ -
ყველგან შენ ხარ, ასე მგონია,
და ზღვაზე წავედი და
სილურჯე ჩავტუმბე ლექსში და ჩამოგიყოლე და
მარტოობა ცხრა მთას იქით მოვისროლე
და საახალწლო სათამაშო გამოგიგორე და
ფანჯრის რაფაზე შენსავით ხიჭუჭა ჩიჩილაკი შემოვდგი და
ვაშინერსო, ამბობენ, მაგრამ
ახლაც იქ მიცდის).


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




ნანახია: 685 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0