რობერტ მესხი - წყალდიდობა / robert meskhi - tskaldidoba
ოთხივე მხარეს გაგექეცი ერთ დღეს და მივხვდი, სუყველგან შენ ხარ: აღმოსავლეთით აისი ხარ, დასავლით - მწუხრი, სამხრეთით - ქვიშა, ჩრდილოეთით - ზეცის ციალი... მე ისევ ხმელი ფოთოლივით ვთრთი და ვწრიალებ, წამიღე, ქარო, ღრუბლებისკენ წამიღე, ქარო, ანდა რბილობი გამაცალე ფსევდო-თევზივით, წყალდიდობისას რიო-გრანდეს ჩავყვები თავქვე, - ოკეანისკენ...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..