Загрузка...
რობერტ მესხი - კალანდა / robert meskhi - kalanda - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - კალანდა / robert meskhi - kalanda


8:45 PM
რობერტ მესხი - კალანდა / robert meskhi - kalanda
ჩირით,
ჩურჩხელით,
თმახუჭუჭა ჩიჩილაკებით მოდის კალანდა,
”კრიმანჭულით” ხვდებიან მთები,
მე შენზე დარდს და გულისტკივილს ძველ წელს გავატან,
ახლაღა ვხვდები,
არაფერია უმჯობესი ცაში ნავარდზე,
როცა დალანდავ
ღრუბლებში უფალს ფრთაფარფატა ანგელოზებით...
მოდის კალანდა, -
იფარება თოვლით სოფელი
და ზამთრის ღამე გიშრის ფერია,
შენ მეზღაპრე ხარ,
მე - პოეტი უარყოფილი...
და მაინც,
მაინც, -
ჯვარი გწერია!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 798 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0