Загрузка...
რობერტ მესხი - სემს / robert meskhi - sems - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - სემს / robert meskhi - sems


9:37 PM
რობერტ მესხი - სემს / robert meskhi - sems
აუქშიე სამოთხის ჩიტებს,
ისინი ყურებიან ქუდებში ბუდობენ და
გრძელი წამახული ნისკარტებით უჭირავთ დაჩვრეტილი მთვარე
და ელვის ჭიპლარზე გამობმული დედამიწა - ქანქარა -
და აქაურთა გათოშილი ხელები
და დახუჭული თვალები -
თებერვლის წვიმებით სავსე.

აუქშიე სამოთხის ჩიტებს,
მწვანე მხოლოდ მწვანეა - (ალბათ...)
და თეთრი მხოლოდ თეთრია - (ვითომ...)
და ყვითელი -
ჩვენი ვერდატეული ფერი სიგიჟის
თითებს შორის ჩამოშლილი ქვიშაა და
მთაში დამალული ოქროა და
ზღვაში ჩაძირული გემია,
რიფზე მიბჯენილი ფილტვებით...

აუქშიე სამოთხის ჩიტებს,
უთხარი, რომ მაშრიყით მაღრიბამდე
და აქაც,
თმაგაწეწილი ქარების ველზე,
სადაც მარტოობა შაჰრაზადას ბაძავს
და მუცლის ცეკვით ართობს სიზმრებში შემოპარულ დევებს,
ერთადერთი ღმერთია
და მას პოეზია ჰქვია!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 762 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0