მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - მარტის მზე / robert meskhi - martis mze
9:41 PM რობერტ მესხი - მარტის მზე / robert meskhi - martis mze
მიდიხარ, ყინავს და ათოვებს ფანტელებს, ცალ ხელზე წაგაძრო ლექსმა ხელთათმანი, მიდიხარ, მიდიხარ, გზაც უფრო გახელებს, - არ მოჩანს სამანი...
იშორებ ფოთლებს და სხეულს და აურას, და ასე - ფიფქივით ლაღი და თავნება მიაღწევ იქ, სადაც მთას ნისლი ახურავს და მიწა თავდება...
და მერე პირიქით:
მოდიხარ, ყინავს და ათოვებს ფანტელებს, ცალ ხელზე წაგაძრობს სხვა ლექსი ხელთათმანს, მოდიხარ, მოდიხარ, გზაც უფრო გახელებს და ისევ ერთად ვართ.
იმოსავ ფოთლებს და სხეულს და აურას, და იცი - მარტის მზეს ვერ მიეფიცხები... მიაღწევ იქ, სადაც მთას ნისლი ახურავს და მიწა იწყება...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 688 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|