Загрузка...
რობერტ მესხი - ზიარჭურჭელი / robert meskhi - ziarchurcheli - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - ზიარჭურჭელი / robert meskhi - ziarchurcheli


10:11 PM
რობერტ მესხი - ზიარჭურჭელი / robert meskhi - ziarchurcheli


მე და შენ ერთი ჭურჭელი ვართ,
თანაც ზიარი, -
ზღვის ქალაქში ბევრი ვიარეთ,
სხვა სახელებს ვარქმევდით გემებს...

ახლა შენ ღვინით გაივსები,
მეც ამ დონეზე...
ახლა შენ წვიმით - სანახევროდ,
მეც ნახევრამდე...
ვღელავთ...
ვრაკრაკებთ...
თიხის გვაქვს ფსკერი...

შორს ქარი მღერის,
გადახარა ღრუბლის კონუსი,
ამაღამ გველი ხარს - ძოწისფერს - მზერით მონუსხავს,
და ვიდრე დასცემს ტკბილი სამსალით,
ჩვენ სიზმრებმა უნდა დაგვცალონ,

(ერთმანეთის),

ბოლო წვეთამდე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 893 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0