Загрузка...
რობერტ მესხი - ზმანება "ლიეტუვა" / robert meskhi - zmaneba "lietuva" - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - ზმანება "ლიეტუვა" / robert meskhi - zmaneba "lietuva"


10:26 PM
რობერტ მესხი - ზმანება "ლიეტუვა" / robert meskhi - zmaneba "lietuva"
ყოველთვის როდი ჩაუვლიან ხოლმე პირსავსე მდინარეები
გაზნექილ მატარებლებს,
ხანდახან კვეთენ არარსებულ საზღვრებს და მიედინებიან თავდაღმა,
თვალშეუდგამი და უძირო სილურჯისკენ,
რომელსაც ჰქვია ზღვა და რომელიც მთავრდება იქ,
სადაც იწყება ზეცა...

შუასაუკუნეების კოშკთან ჩერდება ჩვენი ექსპრესი...
ოქროსფერმარმაშიან სამოსში გამოწყობილი ქალები ეგებებიან გედიმინასს
და ბონდის ხიდი აკეთებს რევერანსს დედოფლის ყოველი ამოვლისას.
კელაპტრებს ანთებენ დარბაზში...
სიგუტეს ზღაპარს უყვებიან მეფეს და ისმის სარდაფიდან ჯაჭვების ჟღარუნი...
ფრთხებიან თრაკაის გედები... ნიამუნასს ეკრობიან ფრთებით...

ყოველთვის როდი ჩაუვლიან პირსავსე მდინარეებს გაზნექილი მატარებლები.
ისინი მიდიან ზღვასთან, როგორც მწყურვალი ირმები წყალსატევთან
და სვამენ,
და სვამენ,
და სვამენ...
და ჩამავალი მზით იმშრალებენ დაცვარულ შუბლებს,
და სინანულით იხედებიან სათავისკენ,
საიდანაც წამოვიდნენ ღამით,
(დედის წიაღიდან გამომძვრალი ჩვილები)
და ვიდრე მოატანეს ბალტიას,
გათენდა!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 744 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0